მათთვის, ვისაც ლამაზი ისტორიების კითხვა უყვარს
მათთვის, ვისაც ლამაზი ისტორიების კითხვა უყვარს
ერთ დღეს, როდესაც მამაკაცი სამსახურში მიდიოდა, გზაზე დაინახა მელია, რომელიც სავარაუდოდ, მანქანამ იმსხვერპლა . იგი მანქანიდან გადმოვიდა და ცხოველს მიუხლოვდა. მელია გაუნძრევლად იწვა და ძალიან სუსტად სუნთქავდა.

ის მიხვდა, რომ უკვე არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა ცხოველის დასახმარებლად. მან დაკრიფა ყვავილები, მელიას გვერდით დაალაგა და როცა მიხვდა, რომ ცხოველმა სუნთქვაც შეწყვიტა, გზა განაგრძო.

საღამოს, როდესაც  მამაკაცი იმავე გზით სამსახურიდან ბრუნდებოდა,  წარმოუდგენელი რამ დაინახა: პატარა მელია იმავე ადგილას გაუნძრევლად იჯდა, სადაც ყვავილები ელაგა და ელოდებოდა თავის ახალ "მეგობარს". მამაკაცი ვერ იჯერებდა, რასაც
ხედავდა. მან აიყვანა ცხოველი და ვეტერინართან წაიყვანა.

ამ ფოტოზე ხედავთ მელიას და მის ახალ მეგობარს.

Zooclub

ხანდახან ჩვენს სამყაროში დაუჯერებელი ამბებიც ხდება, ამის ერთ-ერთი მაგალითიც ეს პატარა ისტორიაა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?