საშინელი წვიმის დროს მავთულებში გახლართული მტრედი მთელი დღე ცდილობდა გათავისუფლებას.... (+ვიდეო)
საშინელი წვიმის დროს მავთულებში გახლართული მტრედი მთელი დღე ცდილობდა გათავისუფლებას.... (+ვიდეო)
ეს მტრედი საშინელ წვიმასა და ქარში მთელი დღის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთი უბნის კორპუსის ბარდიულზე, წყალსადენ მილთან გაება და მოძრაობა არ შეეძლო. ცხოველთა მოყვარული კეთილი ბებია, რომელიც იმავე ბინაში ცხოვრობს, მთელი დღის განმავლობაში, საკუთარი ფანჯრიდან ცდილობდა მის განთავისუფლებას, თუმცა, ამაოდ. 

საღამო იყო, როცა შემთხვევით კორპუსის სიახლოვეს მეგობრებმა გაიარეს და შეამჩნიეს, თუ როგორ ებრძოდა ფრინველი სიკვდილს, თუმცა, დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან 5 მეტრის სიმაღლეზე ვერაფერს გახდებოდნენ. 

ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდნენ. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში არ გვაქვს ისეთი სამსახური, რომ ამ უსუსური არსებისთვის დახმარება
აღმოეჩინათ. პასუხი იყო შემდეგი - მათ კომპეტენციაში ფრინველის დახმარება არ შედიოდა.

და ისევ გამოჩნდა კეთილი
ადამიანი, რომელიც ნამდვილი გმირივით მოიქცა და თავი საფრთხეში ჩაიგდო იმისთვის, რომ ფრინველი დაეხსნა - დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მრავალსართულიანი ბინის ფანჯრიდან გადავიდა და ფრინველი გაათავისუფლა. ის დიდი ხანი ცდილობდა მტრედის დახსნას, რადგან ფრინველს ფეხზე მავთულები ჰქონდა შემოხვეული, თუმცა, მამაკაცმა გასაცოდავებული, წვიმისგან დასველებული ფრინველი სამშვიდობოს გამოიყვანა.

Zooclub

მოხუცმა ქალბატონმა ფრინველი შეიფარა იმ დრომდე, სანამ მავთულისგან დაზიანებული ფეხები არ აღუდგება.

ჩვენს ქალაქშიც არსებობენ კეთილი ადამიანები და თუნდაც ეს მაგალითი ბევრისმთქმელია. რომ არა მათი დახმარება, მტრედი ვერ გადარჩებოდა.

იხილეთ ვიდეო

lali
თავიდან კითხვა რომ დავიწყე, მართლა არ მოველოდი, რომ ეს ამბავი საქართველოში შეიძლებოდა მომხდარიყო. ძალიან გამეხარდა, რომ ჩვენც გვყავს ასეთი გმირი ადამიანები, ღმერთმა ამრავლოს. ამ ადამიანს კი უდიდესი მადლობა ასეთი გაბედულებისა და კეთილშობილური საქციელისათვის
leila
გმერტმა გვიმრავლოს ასეტი გვტისნიერი ადამიანები
!
გაიხარეთ კეთილო ადამიანებო!
მარი
ღმერთმა დალოცოს და ამრავლოს ამისთანა კეთილი ადამიანები!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?