ეს ფინია თბილისის გარეუბანში გაჩერებაზე მანქანიდან ჩამოსვეს და სამუდამოდ მიატოვეს...
ეს ფინია თბილისის გარეუბანში გაჩერებაზე მანქანიდან ჩამოსვეს და სამუდამოდ მიატოვეს...
ისევე, როგორც სიკეთე, დაუნდობლობაც უსაზღვროა ადამიანში. ცხოვრება კი მათი ჭიდილია.

რამდენიმე თვის წინ თბილისში, სოციალურ ქსელში, ცხოველთა მოყვარულების ერთ-ერთ გვერდზე გოგონამ (Оля Папаскири) დაწერა, რომ ამ დილით გაჩერებაზე  საშინელ სცენას შეესწრო. მივიდა მანქანა, გაჩერდა, გადმოსვა ვიღაცამ იქიდან პატარა ფინია და წავიდა. ფინია დარჩა გაჩერებაზე სრულიად მარტო. დიდი ხანი ადგილიდან არ იძვროდა. მერე კი შეძვრა სკამის ქვეშ და…

ოლიას პოსტს ბევრი აღშფოთებული, გაოცებული გამოეხმაურა, ბევრმა გაავრცელა თავის გვერდებზე, რომ სხვებსაც ენახათ. მათ შორის გამოქვეყნდა zooclub.ge -ის გვერდზეც... ბევრი იყო ისეთი, რომელსაც
წაყვანის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ხელისშემშლელი პირობები აყოვნებდა…

Zooclub

გოგონა საღამოს რომ დაბრუნდა სახლში, ძაღლი ისევ იქ,
გაჩერებაზე, სკამის ქვეშ დახვდა.. როგორც ჩანს, ისევ ელოდა პატრონს.. იმედი ისაა, რაც მიტოვებული ძაღლის გულს აცოცხლებს...

გამართლება ბევრს ნიშნავს.. მითუმეტეს უსახლკარო, ან მიტოვებული ძაღლისთვის… ამ ფინიასაც გაუმართლა და..

ახალგაზრდა მხატვარმა, რამაზ ყაზიშვილმა, რომელმაც ამ ცუგას ამბავი ინტერნეტით შეიტყო ის მეორე დღესვე თავის სახლში წაიყვანა.. სახელდახელოდ გაკეთებულ კოხტა სახლში დააბინავა და ახლა ეს პატარა, რომელსაც სახელად "ცუგა" შეარქვეს (თუ დაუტოვეს) ბევრად ბედნიერად ცხოვრობს თავის ახალ და საბოლოო პატრონთან, ვიდრე იმ ძველთან იქნებოდა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ სცოდნია ერთგულების ფასი.

"-პირველად აშენებული სახლი პატარა აღმოჩნდა და უფრო დიდი გავუკეთე. ძალიან მხიარულია. აი, ხომ თამაშობს. უცებ ვეტყვი - ვინ მოვიდა?! და ატეხავს ყეფას, იღრინება და ერთ ამბავშია. უცებ მოვესიყვარულები და მომენტალურად დნება.
ჩემებს უყვართ. ეთამაშებიან ხოლმე სულ. ეს ისე თამაშობს, სულ ორ ფეხზე დგება.
რამეს რომ გააკეთებს მერე იყურება ჩვენკენ - ნახეთ რა ვქენიო.
საშინლად თბილია. მაგრამ ერთი პერიოდი ხორციან ძვლებსაც ვაძლევდი და ცოტა გაავდა თითქოს. ახლოს აღარ მიშვებდა. ეხლა რასაც ვჭამ იმას ვაჭმევ. თონის პურს, სალათებს, ხო და ისევ დაჭკვიანდა. ვეგეტარიანელი გახდა თითქმის.. ხორცს ხან, რა თქმა უნდა, მაინც ვთავაზობ. უყვარს, რა ქნას." -
ყვება პატრონი ამ საოცარ ფინიაზე.

Zooclub

პატარა, რომელიც ვიღაცამ ჩამოსვა ქუჩაში და მიატოვა ღვთის ანაბარად ახლა ძალიან ბედნიერია იმიტომ, რომ ადამიანები ადამიანობენ დედამიწაზე, არის სიყვარული ულევი და სითბო გულებში. სწორედ იმიტომ, რომ ამ პატარას გულგრილად ვერ აუარა ოლიამ გაჩერებაზე და დაწერა სოიალურ ქსელში, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებმა ასევე გაიზიარეს მისი დარდი, გაავრცელეს ეს ამბავი და სცადეს დახმარება - ახლა მას ყველაზე კარგი პატრონი ჰყავს დედამიწაზე და ის ყველაზე ბედნიერია! - მადლობა მათ!

"-ისეთი ცელქია, დაჭკვიანებული რომ ვნახო გამიკვირდება. მოფერებაზე გიჟდება. ხელს რომ დავუსვამ, ჩემი ლამაზი მეთქი - თვალებს ხუჭავს და ინაბება. უზომოდ ჭკვიანი და მოსიყვარულეა. უყვარს ბავშვები. მათთან თამაში. … ისე, რომ დაუფიქრდე, ზოგ ადამიანს კი სჯობს ძაღლი",
- ამბობს ღიმილით მისი პატრონი, რამაზ ყაზიშვილი.

Zooclub

საუბარიც მალე დავასრულეთ, რადგან ცუგას სეირნობის დროც მოვიდა. მეგობრები ძალიან უგებენ და ზრუნავენ ერთმანეთზე.

ეს ამბავი რომ დაიწყო არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა და სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებმა გულთან მიიტანეს და სიყვარულით გაიზიარეს ცუგას ამბავი - ის ახლა ბედნიერია! - ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს - მსგავსი ამბების დასასრული, ცხოველების ბედი ხშირად მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! - გარშემო ყველას და ყველაფერს გულით, სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და მზრუნევლობით უნდა მოვეპყრათ! - მოვექცეთ ისევე, როგორც ჩვენ გვინდა გვექცეოდეს სხვა!



თ.ბ.
12
გაიხაროს სიკეთის მკეთებელმა ვისძეც დინდა იყოს მეც მყავდა ძაღლი,რომელიც ელოდებოდა დედა გამხდარიყო.ზალიან მიყვარს ცხოველები ჭკუას ვკარგავ,მაგრამ მითხარით რამექნა როცა ერთ დღეს დაიკარგა და მთელი სოფელი შევძარით სად იპოვეს? წყალმა გამორიყა ტომარა რომელშიც ჩემი ძაღლი იყო გაგუდული.ვინ ქნაა?მოხუცი დედის მომვლელმა რომელსაც არ დაენახებოდა თურმე ცხოველები და ფრინველები ისე ეჯავრებოდა.იმ დღიდანვე მოვიშორე ის ქალი თავიდან,შემდეგ მთვრალ ბიჭებს წავართვი გზაზე ძაღლი სასმელს რომ ასმევდნენ და აწვალებდნენ,2 დაძმა ლეკვი ბენზინგასამართი სადგურიდან წავიყვანე,ექიმი აცრა სისუფთავე მოვუწესრიგე რომ ,,,მის მერე რამდენიმე მომვლელი შევუცვალე დედას მაგრამ არც სხვები გამოხატავენ ძაღლის მიმართ ყურადღებას....ადამიანს რომელსაც ცხოველი არ უყვარს ის არც ადამიანს მიხედავს ისე როგორც საჭიროა...მარა ....
maka
გაიხაროს ოლიამ, ბ–ნმა რამაზმა და ყველა იმ ადამიანმა თავისი ოჯახით ვინც გულთან მიიტანა ცუგოს ამბავი... მიყვარხართ ცხოველთადამცველებო გაძლიერდით და გამრავლდით...
shorena
როდესაც წერია ცხოველებზე,არ არის საჭირო,მაშინვე ადამიანებზე დაწეროთ,რომ თურმე მათაც უჭირთ და რა დროს ცხოველებია! ადამიანებზე ზრუნავს ყველა და ცხოველებზე ძალიან ცოტა.მართალი დაწერეს,ვინც ცხოველებზე ზრუნავს,ის ადამიანებზეც ზრუნავს,აი პირიქით კი ნაკლებად...ასე რომ ნუ შეგშურდებათ საცოდავი,უენო არსებების.
მანჩოს
ჩემო ძვირფასო მანჩო, ის, ვინც აქ ცხოველებზე დარდობს სხვისი შეხსენების გარეშე ორმაგად დარდობს ადამიანებზე! რადგან შენი მგვანის, ანუ ადმიანის მხარდაჭერა ჩვეულებრივია და აი უტყვ და დაუცველ სულიერებზე ზრუნვა ეს ბევრად დიდი გულის და სიყვარულის არსებობის მანიშნებელია ადამიანში! და კარგი იქნება, თუ აღარ ეცდებით ასეთი მოწოდებებით საკუთარ გონიერებაზე თუ სიყვარულზე ხაზგასმას!-რადგან მსგავსი მოწოდება შეგნებაზე არ მეტყველებს და უბრალოდ,სერიოზულად არც არის მისაღები!ყველა სულიერი ერთნაირად საყვარელია და მოსაფრთხილებელი! გაიხარეთ!
მანჩო
ჩემო კეთილო ხალხო, არა მარტო ცხოველების ბედია ჩვენზე დამოკიდებული, ადამიანებსაც სჭირდებათ ჩვენი გულისხმიერება და თანადგომა. იხაროს ყველა კეთილმა ადამიანმა, დიდი ბედნიერებაა სიკეთის კეთება,და ყველას გისურვებთ ამ ბედნიერებას!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?