ეს ფინია თბილისის გარეუბანში გაჩერებაზე მანქანიდან ჩამოსვეს და სამუდამოდ მიატოვეს...
ეს ფინია თბილისის გარეუბანში გაჩერებაზე მანქანიდან ჩამოსვეს და სამუდამოდ მიატოვეს...
ისევე, როგორც სიკეთე, დაუნდობლობაც უსაზღვროა ადამიანში. ცხოვრება კი მათი ჭიდილია.

რამდენიმე თვის წინ თბილისში, სოციალურ ქსელში, ცხოველთა მოყვარულების ერთ-ერთ გვერდზე გოგონამ (Оля Папаскири) დაწერა, რომ ამ დილით გაჩერებაზე  საშინელ სცენას შეესწრო. მივიდა მანქანა, გაჩერდა, გადმოსვა ვიღაცამ იქიდან პატარა ფინია და წავიდა. ფინია დარჩა გაჩერებაზე სრულიად მარტო. დიდი ხანი ადგილიდან არ იძვროდა. მერე კი შეძვრა სკამის ქვეშ და…

ოლიას პოსტს ბევრი აღშფოთებული, გაოცებული გამოეხმაურა, ბევრმა გაავრცელა თავის გვერდებზე, რომ სხვებსაც ენახათ. მათ შორის გამოქვეყნდა zooclub.ge -ის გვერდზეც... ბევრი იყო ისეთი, რომელსაც
წაყვანის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ხელისშემშლელი პირობები აყოვნებდა…

Zooclub

გოგონა საღამოს რომ დაბრუნდა სახლში, ძაღლი ისევ იქ,
გაჩერებაზე, სკამის ქვეშ დახვდა.. როგორც ჩანს, ისევ ელოდა პატრონს.. იმედი ისაა, რაც მიტოვებული ძაღლის გულს აცოცხლებს...

გამართლება ბევრს ნიშნავს.. მითუმეტეს უსახლკარო, ან მიტოვებული ძაღლისთვის… ამ ფინიასაც გაუმართლა და..

ახალგაზრდა მხატვარმა, რამაზ ყაზიშვილმა, რომელმაც ამ ცუგას ამბავი ინტერნეტით შეიტყო ის მეორე დღესვე თავის სახლში წაიყვანა.. სახელდახელოდ გაკეთებულ კოხტა სახლში დააბინავა და ახლა ეს პატარა, რომელსაც სახელად "ცუგა" შეარქვეს (თუ დაუტოვეს) ბევრად ბედნიერად ცხოვრობს თავის ახალ და საბოლოო პატრონთან, ვიდრე იმ ძველთან იქნებოდა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ სცოდნია ერთგულების ფასი.

"-პირველად აშენებული სახლი პატარა აღმოჩნდა და უფრო დიდი გავუკეთე. ძალიან მხიარულია. აი, ხომ თამაშობს. უცებ ვეტყვი - ვინ მოვიდა?! და ატეხავს ყეფას, იღრინება და ერთ ამბავშია. უცებ მოვესიყვარულები და მომენტალურად დნება.
ჩემებს უყვართ. ეთამაშებიან ხოლმე სულ. ეს ისე თამაშობს, სულ ორ ფეხზე დგება.
რამეს რომ გააკეთებს მერე იყურება ჩვენკენ - ნახეთ რა ვქენიო.
საშინლად თბილია. მაგრამ ერთი პერიოდი ხორციან ძვლებსაც ვაძლევდი და ცოტა გაავდა თითქოს. ახლოს აღარ მიშვებდა. ეხლა რასაც ვჭამ იმას ვაჭმევ. თონის პურს, სალათებს, ხო და ისევ დაჭკვიანდა. ვეგეტარიანელი გახდა თითქმის.. ხორცს ხან, რა თქმა უნდა, მაინც ვთავაზობ. უყვარს, რა ქნას." -
ყვება პატრონი ამ საოცარ ფინიაზე.

Zooclub

პატარა, რომელიც ვიღაცამ ჩამოსვა ქუჩაში და მიატოვა ღვთის ანაბარად ახლა ძალიან ბედნიერია იმიტომ, რომ ადამიანები ადამიანობენ დედამიწაზე, არის სიყვარული ულევი და სითბო გულებში. სწორედ იმიტომ, რომ ამ პატარას გულგრილად ვერ აუარა ოლიამ გაჩერებაზე და დაწერა სოიალურ ქსელში, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებმა ასევე გაიზიარეს მისი დარდი, გაავრცელეს ეს ამბავი და სცადეს დახმარება - ახლა მას ყველაზე კარგი პატრონი ჰყავს დედამიწაზე და ის ყველაზე ბედნიერია! - მადლობა მათ!

"-ისეთი ცელქია, დაჭკვიანებული რომ ვნახო გამიკვირდება. მოფერებაზე გიჟდება. ხელს რომ დავუსვამ, ჩემი ლამაზი მეთქი - თვალებს ხუჭავს და ინაბება. უზომოდ ჭკვიანი და მოსიყვარულეა. უყვარს ბავშვები. მათთან თამაში. … ისე, რომ დაუფიქრდე, ზოგ ადამიანს კი სჯობს ძაღლი",
- ამბობს ღიმილით მისი პატრონი, რამაზ ყაზიშვილი.

Zooclub

საუბარიც მალე დავასრულეთ, რადგან ცუგას სეირნობის დროც მოვიდა. მეგობრები ძალიან უგებენ და ზრუნავენ ერთმანეთზე.

ეს ამბავი რომ დაიწყო არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა და სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებმა გულთან მიიტანეს და სიყვარულით გაიზიარეს ცუგას ამბავი - ის ახლა ბედნიერია! - ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს - მსგავსი ამბების დასასრული, ცხოველების ბედი ხშირად მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! - გარშემო ყველას და ყველაფერს გულით, სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და მზრუნევლობით უნდა მოვეპყრათ! - მოვექცეთ ისევე, როგორც ჩვენ გვინდა გვექცეოდეს სხვა!



თ.ბ.
lali
ასეთი სასიამოვნო სტატია დიდი ხანია აღარ წამიკითხავს. , გაიხარეთ ყველამ, ვინც ამ საყვარელ ცუგოს ბედნიერება მიანიჭეთ. ცრემლებს ვერ ვიკავებდი სტატიის კითხვისას. ნეტა ყველა უპატრონო ძაღლს ეგეთი ბედი ჰქონდეს
ნელი
თქვენ გაიხარეთ კეთილო და დიდო ადამიანო!ადამიანურობა ყველაზე დიდი და ფაქიზი განძია! მე გავიხარე ამ ცუგას თქვენი შემწობით მიღებული ბედნიერი დღევანდელობით! და თქვენც ბედნიერი იქნებით მთელი ცხოვრების მანძილზე ამგვარი სიკეთისთვისაც!
manana-sh
ღმერთო როგორ გამიხარდა ,,ცუგო"-ს ამბავი, ნეტავ ყველა უპატრონო ცხოველს ასეთი ბედნიერი დასასრული ჰქონდეს. გაიხარეთ ბატონო რამაზ, მჯერავს, რომ ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ გაწეული სიკეთე! მანჩო და მანჩო-ს, უბრალოდ გეტყვით, რომ ორივე ძალიან კარგები ხართ ხართ....
მანჩოს
თუ არასწორედ გავიგე თქვენი სიტყვები გულწრფელად გიხდით ბოდიშს და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები :)
მანჩო
"კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა."
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?