ჩემს საუკეთესო მეგობარს - "მინდა, ყოველთვის გახსოვდე"
ჩემს საუკეთესო მეგობარს - "მინდა, ყოველთვის გახსოვდე"
"ჩემო საყვარელო მეგობარო, მე ვიდექი შენს საწოლთან ღამე, შენ ცრემლიანი გქონდა თვალები. როგორც ჩანს, სანამ დაიძინებდი, ტიროდი. მე დაბალ ხმაზე გელაპარაკებოდი, მინდოდა, ჩემი ხმა გაგეგო, მაგრამ არ მინდოდა, გაგღვიძებოდა.

"ეს მე ვარ, არ მიმიტოვებიხარ, მე კარგად ვარ და აქ ვარ." სულ ამას გეძახი, თუმცა ამაოდ.

როდესაც დილით სადილობ, მეც შენს გვერდით ვარ. შენ ბევრს ფიქრობ ჩემზე და როცა ხელს გვერდით წევ, მე ყოველთვის გიახლოვდები, მინდა, ისე მეფერებოდე, როგორც ადრე. მე ვგრძნობ შენი ხელის შეხებას, თუმცა შენ ვერ გრძნობ ჩემს სიახლოვეს.

მე გამოგყევი,
როცა დღეს მაღაზიაში იყავი, ლამაზი ყვავილები იყიდე და ჩემს საფლავზე დაალაგე. ცრემლებიც წამოგივიდა, ამ დროს მე შენს გვერდით ვიყავი, ახლა უკვე კარგად ვარ და როგორ მინდა, რომ მხედავდე!

მე ყოველთვის ჩემს თათს ვდებ შენს ხელზე, გიღიმი და ვამბობ: "აქ ვარ, შემომხედე, გთხოვ."

რაც მე ვეღარ მხედავ, შენ ისეთი მოწყენილი სახე გაქვს, არ მომწონს ასე რომ გამიყურები. მინდა, ისევ ისეთი მხიარული იყო, როგორც ადრე, ერთად რომ ვთამაშობდით. მე მახსოვს ყველაფერი და არ მინდა, რომ შენც დაივიწყო.

ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ შემამჩნიო ან გრძნობდე ჩემს არსებობას. მას შემდეგ სულ თან დაგყვები, რაც ცუდად ვიყავი და თვალები დავხუჭე. თუმცა, შემდეგ, უეცრად კარგად გავხდი. მე მხიარულად დაგიწყე თამაში, მაგრამ შენ ცრემლიანი თვალებით დადიოდი.

მე არასოდეს მიგატოვებ და სულ თან გამოგყვები, სადაც არ უნდა წახვიდე. ეს დღეც დასრულდა, შენ სევდიანი წვები საწოლში. როგორც ყოველ ღამე დღესაც გეტყვი "ღამე მშვიდობისა, ჩემო საუკეთესო მეგობარო, დილით ისევ შეგხვდები." და შენს ფეხებთან მოკალათებული მეც ვწვები, თუმცა ვერ ვიძინებ, ისევ შენს ცრემლიან თვალებს ვუყურებ..."

ასევე იხილეთ:

"მე მიყვარს ჩემი რები!"

ჩემი მოხუცი მეგობარი რუსტერი

ბელიაშვილის ქუჩის ძაღლი...

ტეგები
Mancho
ნეტა მარტლა შეიდზლებოდეს რომ შემეხოს ჩემი "მონტი" როგორ მენატრებიიიიიი
ნანა
ჩემო ფისო და რექს! როგორ მინდა რომ ვიგრძნო თქვენი სითბო და სიახლოვე. არის ახალი ფისო და რექსი, მაგრამ? მათ თქვენი მონატრება ვერ შემივსეს. ყოველი თქვენი გახსენება და ცრემლები თავისით მოდის ღაპა-ღუპით, აი ეხლაც...
LIKA
გული დამეწვა ამას რომ ვკითხულობდი, ცრემლები წამომივიდა. მეც მყავს კატა სახელად დუმა და არ მინდა რომ ისიც ასე იყოს, მე მას ცუდად ვექცეოდი, დღეიდან კი ძალიან კარგად მოვექცევი, გპირდებითთთთთთთთთთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?