მყვინთავმა ზღვის ეშმაკი გადაარჩინა... წყლის ბინადარმა თავად მიმართა დასახმარებლად (ემოციური ვიდეო)
ავსტრალიის ჩრდილოეთ დასავლეთის სანაპიროზე სამმეტრიანი სკაროსი ანუ ზღვის ეშმაკი მყვინთავების ჯგუფს მიუახლოვდა და თვალში ჩარჭობილი ანკესის კაუჭის მოხსნა სთხოვა. ამის შესახებ გამოცემა "The Sun"-ი წერს.

ერთ-ერთი მყვინთავი-ფოტოგრაფი აღმოჩნდა ჯეკ უილტონი, რომელიც ნიგალუს რიფების რაიონში ხშირად დაცურავს. ჯეკის დაშავებული სკაროსი არაერთხელ შეუმჩნევია.

ზღვის ეშმაკი ფოტოგრაფ მყვინთავს მიუახლოვდა და თითქოს დაზიანებულ თვალს აჩვენებდა. ის არ მოძრაობდა და მოთმინებით ელოდებოდა, სანამ ჯეკი მისი თვალიდან რკინის კაუჭს ამოიღებდა.

"ხშირად მომყავს მყვინთავები ამ მხარეს. სკაროსმა თითქოს მიცნო და შესაძლოა, სწორედ ამიტომ მთხოვა დახმარება", - ამბობს წყალქვეშა ფოტოგრაფი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მყვინთავის დახმარების გარეშე, ზღვის ეშმაკი, შესაძლოა, დაბრმავებულიყო ან მომკვდარიყო.

ასევე იხილეთ:

ზღვის
ლომი მყვინთავს მიუახლოვდა და აკოცა


უპატრონო ძაღლმა მაღაზიაში მუყაოს ყუთი მოითხოვა, რათა საწოლი გაეკეთებინა

ნაცრისფერი ვეშაპის ნაშიერი ნავს მიუახლოვდა და ადამიანებისგან მოფერებას ითხოვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?