35 წლის ოქროს თევზი
35 წლის ოქროს თევზი
ინგლისის მკვიდრი უაიტების ოჯახი არც კი მოელოდა, რომ მათი ოქროს თევზი ამდენ ხანს იცოცხლებდა. ბატონი უატის იხსენებს: "1977 წელს სახლში მოვიყვანე მდედრი და მამრი ოქროს თევზი, ისინი ძალიან ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ოქროსფერი ლაქები თევზებს ვერცხლისფრად შეეფერათ და ნელ-ნელა გაუფერულდნენ, თუმცა უწინდებურად ლაღად დაცურავდნენ აკვარიუმში."

რამდენიმე ხნის წინ მამალი ოქროს თევზი დაიღუპა, ხოლო დედალი ისევ ცოცხალია, ის უკვე 35 წლის არის და ცნობილია, როგორც ყველაზე ასაკოვანი ოქროს თევზი.

თუმცა იმისათვის, რომ რეკორდების წიგნში შეიყვანონ, მხცოვანმა ოქროს თევზმა კიდევ
დიდხანს უნდა იცოცხლოს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა ოქროს თევზმა 43 წელი იცოცხლა და 2005
წელს დაიღუპა.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?