რომელი აკავარიუმის თევზი მოითხოვს მოვლისთვის ნაკლებ დროსა და სახსრებს?
რომელი აკავარიუმის თევზი მოითხოვს მოვლისთვის ნაკლებ დროსა და სახსრებს?
საქართველოს თითქმის ნებისმიერ ზოომაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ პატარა თევზები ლამაზი შეფერილობის დიდი კუდით - ეს ყველაზე გავცელებული და პოპულარული აკვარიუმის თევზი გუპია.

დეკორატიული თევზების მოყვარულთა უმრავლესობისათვის თევზების მომრავლება სწორედ ამ სახეობით იწყება.
ს ზომაში ძალიან პატარაა, დაახლოებით 1.5-3 სანტიმეტრამდე. დედალი გუპი შედარებით დიდი იზრდება, დაახლოებით 6 სანტიმეტრამდე, სერი შეფერილობით და ხშირ შემთხვევაში პატარა კუდით გამოირჩევა მამლისგან.

გუპი იდეალურია, თუ თქვენი შვილი გთხოვთ აკვარიუმის თევზის ყიდვას. ეს პატარა ზომის თევზები (დაახლოებით 6-7 ცალი) შეგიძლიათ, მოათავსოთ 15-30-ლიტრიან აკვარიუმში და ადგილი მიუჩინოთ საწერ მაგიდაზე.
მისთვის აუცილებელი არ არის წყალმცენარეები და არც აკვარიუმის ფილტრაციაა საჭირო. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, ხშირად უცვალოდ
წყალი და გაუწმინდოთ აკვარიუმს კედლები. რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ დამატებითი სინათლე, თუმცა, სავსებით საკმარისი იქნება აკვარიუმთან დადგათ მაგიდის სანათი.

მხოლოდ გუპებისთვის განკუთვნილი საკვები მიეცით, რომელიც თითქმის ყველა ზოომაღაზიაში იყიდება. გუპებს თავისუფლად შეუძლიათ ერთი კვირა საკვების გარეშე ყოფნა, ამის გამო ისინი შეგიძლიათ უპრობლემოდ დატოვოთ, თუ სადმე მცირე დროით გაემგზავრებით.

გუპი უმეტესად გავცელებულია მტკნარი წყლის წყალსაცავებში, მას ძირითადად იყენებენ მალარიის გადამტანი კოღოების გასანადგურებლად, რადგან ეს თევზი სიამოვნებით მიირთმევს ამ მწერის კვერცხებს. გუპი გავცელებულია ბრაზილიაში, გვიენასა და ვენესუელაში.

არსებობს სხვადასხვა შეფერილობის გუპი, თუმცა ყველაზე ლამაზად ითვლება ე.წ. მარმარილოს გუპი, რომელსაც კუდი შავ-თეთრი ან შავ-ყვითელი კოპლებით აქვს შეფერილი.

სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს გუპის მოყვარულთა კლუბები, მათი წევრები ამ ჯიშის თევზების სელექციით არიან დაკავებულნი. ყველაზე დიდ გაერთიანებად ითვლება საერთაშორისო საბჭო, რომელიც 12 დასავლეთ ევროპული ქვეყნისგან შედგება. სწორედ მათ მიერ არის გამოყვანილი გუპის სტანდარტული ჯიშები და ისინი ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა - კონკურსებს ატარებენ.

გელა
შეგიძლიათ მიპასუხოთ? გუპის ჩასმა აკვარიუმში შესაძლოა ტელესკოპებთან და სკალიარებთან ერთად?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?