მეთევზემ უზარმაზარი ლოქო დაიჭირა და… უკან, წყალში დააბრუნა.. (+ვიდეო)
მეთევზემ უზარმაზარი ლოქო დაიჭირა და… უკან, წყალში დააბრუნა.. (+ვიდეო)
მეთევზე გომელსკიდან, დიმიტრი ლებედევმა დნეპრზე საოცარი თევზი დაიჭირა, რომელიც 58 კილოს იწონიდა .

როგორც გმელის მცხოვრებლები ყვებიან, ლოქოსთან ბრძოლა თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც თევზი დანებდა და დიმიტრიმ ის ნაპირზე ამოათრია.

დიმიტრიმ "ჯიგის" მეთოდი გამოიყენა - ეს მსხვილი თევზის დაჭრის ერთ-ერთი მეთოდია, როდესაც თევზს "მოცეკვავე" სატყუარით იტყუებენ. ალაფთან ერთად ფოტოგადაღების, და აწონის შემდეგ.. კაცმა გადაწყვიტა… 58 კილოიანი ლოქო გაეშვა დნეპრში, ხოლო მდინარის მონსტრის გაშვების მომენტი ვიდეოზე გადაიღო და იუთუბიზე ატვირთა.

ლოქოს დაბრუნების ეს 40 წამიანი ვიდეო მხოლოდ ერთ დღეს
30 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ბევრი მეთევზე დიმიტრის საქციელს უწონებდა.

-ბევრად ადვილია დიდი ლოქოს დაჭერა,
ვიდრე 20 კილოიანი ქარიყლაპიასი, რადგან ლოქოუფრო გავრცელებულია. ზოგ ადგილას საერთოდ, მისი ხელით დაჭრაც კი შეიძლება. ასეთი მსხვილი ლოქოები - უკვე მოხუცები არიან, მაგრამ მათი ჭამა მაინც შეიძლება, - ამბობს გომელის მცხოვრები გამოცდილი მეთვზე კონსტანტინე ჟუკოვსკი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?