აკვარიუმისთვის აუცილებელი ინვენტარი
აკვარიუმისთვის აუცილებელი ინვენტარი
რომელი ინვენტარია აუცილებელი აკვარიუმის მოსაწყობად, რათა თევზებმა დიდხანს იცოცხლონ?

აკვარიუმის თევზებისთვის აუცილებელია: განათება, ელექტროგამათბობელი, ბუნებრივი თუ ხელოვნური მცენარეები, თერმომეტრი, ფილტრი, აკვარიუმში თევზების გადამყვანი ბადე და სატუმბი მოწყობილობა.

რასთვის არის საჭირო აკვარიუმის განათება?

უმეტესობა აკვარიუმის თევზების მოყვარულები ცდებიან, როცა ჰგონიათ, რომ განათება მხოლოდ დეკორაციისთვის არის საჭირო, ეს ასე არ არის. სინათლე აუცილებელია თითქმის ყველა აკვარიუმის ბინადართათვის. თუმცა განათების სწორად დაყენებასაც ცოდნა უნდა. მაგ.: თუ აკვარიუმის განათება სუსტია, ამ შემთხვევაში აკვარიმში მოთავსებული მცენარე  ნელა იზრდება და იკიდებს ნადებს, ხოლო სინათლე თუ ნორმაზე
მეტია, წყალი მწვანდება და ზედაპირზე ედება ნალექი.

Zooclub

სწორი განათება აკვარიუმისთვის: თუ თქვენ გაქვთ 50-ლიტრიანი აკვარიუმი,
მისი განათებისთვის დაგჭირდებათ 50-ვატიანი ნათურა.
ეცადეთ, დღეში 10-16 საათზე დიდხანს არ მიაწოდოთ აკვარიუმის თევზებს სინათლე.

მინის, თუ პლასტიკატის მასალისგან გაკეთებული აკვარიუმი? 

ნამდვილად არ შეიძლება ვთქვათ, რომ პლასტიკატის, ან მინის აკვარიუმი ცუდია. ამ საქმის პროფესიონალები რეკომენდაციას უწევენ ერთსაც და მეორესაც. ჩვენ დაგისახელებთ მათ დადებით და უარყოფით თვისებებს, არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია.

Zooclub

მინის აკვარიუმი:

იოლად იწმინდება და მისი მინა არ იკაწრება.
წყლისა და შუშის ურთიერთქმედების შედეგად აკვარიუმის წყალში იცვლება ჟანგბადის დონე.

პლასტიკატის აკვარიუმი:

მინასთან შედარებით, პლასტიკატის აკვარიუმი არ ტყდება და სწორედ ეს არის მისი უპირატესობა.
ის იოლად იფხაჭნება და მალევე კარგავს სილამაზეს, ამიტომ პლასტიკატის აკვარიუმი ძალიან ფრთხილად უნდა გაწმინდოთ, კაპრონის ჩვრით.

სპეციალისტების თქმით, თევზის ქვირითი, მინის აკვარიუმში უფრო ხშირად იღუპება, ვიდრე პლასტიკატის აკვარიუმში. მაგ.: როგორიც არის თევზი ნეონი, რომელიც ქვირითს დებს და ამ სახით მრავლდება.
ასე რომ, მასალის შერჩევა, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

აუცილებელია თუ არა აკვარიუმში გრუნტი?

რა თქმა უნდა, აუცილებელია! ეს არა მხოლოდ ლამაზი დეკორატიული გაფორმებაა, არამედ ბუნებრივი ფილტრია თევზებისთვის. გრუნტს კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს: თუ აკვარიუმში გრუნტი არ არის, თევზებს ეშინიათ სინათლის ანარეკლის.

გრუნტის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მდინარის ქვიშა, ან ხრეში. ძალიან წმინდა ქვიშის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

Zooclub

გრუნტი აკვარიუმის ფსკერზე უნდა იყოს განლაგებული 4-დან 7 სმ სიმაღლეზე. კედლის მხარეს, მინასთან დაალაგეთ უფრო მეტი გრუნტი, ვიდრე წინა მხარეს.

თევზების უმეტესობას მოსწონს გრუნტის ქექვა, ეს მათთვის ფიზიოლოგიურად საჭირო პროცესია.

აკვარიუმის გაწმენდისას, აუცლიებელია გრუნტის კარგად გარეცხვა. ის მოათავსეთ გამდინარე წყალში და დატოვეთ მანამ, სანამ მის ზედაპირზე წყალი კამკამა არ გახდება, ამის შემდეგ რეკომედირებულია კიდევ 15 წუთი გააჩეროთ ქვიშა, რათა წყალმა მასზე იდინოს.

მრგვალი თუ ოთხკუთხედი აკვარიუმი?

Zooclub

თევზებისთვის ყველაზე მეტად კომფორტული ოთხკუთხედი აკვარიუმია. კიდევ ერთი რამ – თევზები, რომლებიც ქვირითს დებენ მრგვალ აკვარიუმში ნაკლებად მრავლდებიან. ცოცხლად მშობი თევზებისთვის უფრო იოლია მრგვალ აკვარიუმში ცხოვრება.

აუცილებელია, თუ არა ფილტრაცია აკვარიუმისთვის ?

მართლაც, რომ აუცილებელია. სისტემატური ფილტრაცია ავსებს წყალს ჟანგბადით და ხელს უწყობს აკვარიუმში წყლის წმენდას. ამასთან ერთად, ის პატარა ბუშტები, რომელსაც ფილტრის მოწყობილობა გამოყოფს, ხელს უწყობს თევზებს ზრდასა და გამრავლებაში.

ხელოვნური თუ ბუნებრივი მცენარეები?

დეკორატიული გაფორმებისთვის ხელოვნური მცენარეები ზიანს არ მიაყენებს თევზებს, ამასთანავე ის არ მოითხოვს განსაკუთებულ მოვლას, თუმცა ბუნებრივ მცენარეს ვერაფერი შეცვლის.

Zooclub

ბუნებრივი მცენარეების უმეტესობა თევზის სახეობებისთვის აუცილებელია, ისინი ამით საზრდოობენ. მაგ.: როგორიც არის თევზი მოლონეზია, ის ბუნებრივი მცენარეების გარეშე შესაძლოა დაიღუპოს. ასევე საჭიროა იცოდეთ, რომ ბუნებრივი მცენარეები გამოყოფენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია თევზების ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.

დიდი თუ პატარა აკვარიუმი?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახეობის თევზები ბინადრობენ თქვენს აკვარუმში. ერთ თევზზე რეკომენდირებულია – ერთი ლიტრი წყალი, ეს საჭიროა მისი სივრცისთვის. თუ თქვენ გყავთ დიდი ზომის თევზები, უმჯობესია ისინი განათავსოთ მინის აკვარიუმში.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც უფრო დიდია აკვარიუმი, მით უფრო იოლია მისი მოვლა. საუბარია 150 ლიტრის ზევით აკვარიუმზე.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?