ზოლებიანი ტაბი
ზოლებიანი ტაბი



იგივე ვეფხვისებრი ტაბი _ კატის ბეწვის თავდაპირველი ნახატი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოლები.

მას სკუმბრიისებრ ტაბისაც უწოდებენ, რადგან, ზოგიერთი მოსაზრებით, მისი ზოლების განლაგება თევზის ჩონჩხს მოგვაგონებს.


ისტორია

ზოლებიანი ტაბი ყველაზე გავრცელებულია. ეს სახეობა გვხვდება როგორც მოკლებეწვიან, ისე გრძელბეწვიან კატებში, მაგრამ უფრო მოკლებეწვიანებში ვლინდება, რადგან უკეთ იკვეთება. ზოლებიანი ტაბი ძალიან გავრცელებულია ჩვეულებრივ უჯიშო კატებში და ბეწვის ნახატში ხშირად თეთრი უბნებია შეჭრილი.. რაც შეეხება წმინდა ჯიშებს, იდეალური ნიშნების მქონე ინდივიდების მოშენება ადვილი არც აქ არის და გამართლებაზეა დამოკიდებული. ასეთ კატებს განივი ხაზები გვერდებზე თანაბრად უნდა
ჰქონდეთ განაწილებული.


ტაბის სელექცია

ზოლებიანი ტაბის განმსაზღვრელი გენი აღმოჩენილია ევროპულ გარეულ კატაში (Silvestrise, silvestrise); მაშასადამე,
შინაურმა კატამ ის მისგან, როგორც თავისი წინაპრისგან, მემკვიდრეობით მიიღო. კლასიკური, იგივე მარმარილოსებრი ტაბი, პირიქით, რეცესიული მუტაციის შედეგია. ეს ნიშნავს, რომ ზოლებიანი და კლასიკური ტაბის შეჯვარების შედეგად ზოლებიანი კნუტები დაიბადებიან. კლასიკური ტაბი შთამომავლობაში მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, თუ ორივე მშობელს ამ ნიშნის განმსაზღვრელი გენი ექნება. ჭრელი კატები ძირითადად მეგობრული ცხოველები არიან, მაგრამ ისინი იშვიათად გაჰყავთ გამოფენებზე, რადგან კარგად გამოხატული ნიშნების მქონე ინდივიდების მოშენება რთულია. მიუხედავად ამისა, არსებობენ ულამაზესი ნახატის მქონე კატები, განსაკუთრებით კონტრასტული შეფერილობის ბეწვით. ტაბი ნახატი მუდმივია და სქესობრივი მომწიფებისას არ იცვლება.

 

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?