მოვეფეროთ, თუ არა კატას
 მოვეფეროთ, თუ არა კატას
ავსტრიელმა,ბრაზილიელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს, კატებთან დაკავშირებით . მათი აზრით, როდესაც პატრონი კატას ეფერება, ეს პროცესი ცხოველს არ მოსწონს. სპეციალისტებმა თავისი მოსაზრება გამოაქვეყნეს ამერკულ გამოცემაში "ფიზიოლოგია და ქცევა".

მეტიც, მეცნიერები თვლიან, რომ როდესაც კატას პატრონი ეფერება ისინი ამ დროს დიდ სტრესს განიცდიან. ხელის გადასმის დროს კატის ორგანიზმში გამოყოფა სტერსის ჰორმონი კორტიზოლი, რაც ნეგატიურად აისახება ცოველის ჯანმთელობაზე.

გაგიკვირდებათ და, მეცნიერთა მტკიცებით ბევრი მოფერებით კატა შესაძლოა გასუქდეს და მისი კუნთები დასუსტდეს.

ამის გარდა მოფერებისას შესაძლოა კატას ხასიათიც გაუფუჭდეს.

Zooclub

მედნიერებმა ჩაატარეს
ექსპერიმენტი და არაერთი კატა გამოსცადეს, თუ რა შინაგანი და გარეგანი ცვლილებები ეწყებათ ამ ცხოველებს მოფერების
დროს. სპეციალიტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არცერთ კატას არ სიამოვნებს მოფერება. უმეტესობა მათგანი იძულებული იყო, ადამიანის ამ "უმსგავსობას" წინააღმდეგობის გარეშე შეხვედროდა.

ამასთანავე მეცნიერები ამბობენ, რომ არ შეიძლება სახლში მხოლოდ ერთი კატის ყოლა. გაგეცინებათ, თუმცა მიზეზი ისაა, რომ ამ ლამაზი არსებისთვის აუცილებელია კონკურენცია, რათა მეორე კატასთან შეჯიბრი ჰქონდეს. კერძოდ, რომელ ცხოველს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს პატრონი. 

იხილეთ წყარო

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში ლოკავს კატა პატრონს?

როგორ ვასწავლოთ კნუტის მოვლა ბავშვს

რატომ უყვარს ადამიანს კატა?



ტეგები
nini
ჯერ რო მეტი საქმე არ აქვთ,ეგ ერთი.და მეორე,იასნად გალიებში ეყოლებოდათ გამომწყვდეული ფისოები და თავისთავად სტრესი ექნებოდათ უკვე. ვიღაცა უცხოს მოფერებას არც აიტანდნენ ,ეს ხო კატაა და არა ძაღლი.ჯერ ხასიათზე უნდა იყოს და მერე უნდა უყვარდეს ის ადამიანი ვინც ეფერება,ან ოდნავ სიმპატიას მაინც განიცდიდეს მის მიმართ.ასე რომ ექსპერიმენტი ჩაიყარა წყალში:)
elene
ნამდვილად ვერ დავიჯერებ. სისულელეა. კარის მეზობელს კატა ყავს და სულ მოფერებას ითხოვს ყველასგან. სიამოვნებით კრუტუნებს ხოლმე.
d
ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა მყავს, მოსაფერებლად თვითონ დაგვდევს განსაკუთრებით ჩემს შვილებს, დავარცხნას ითხოვს და მაგრა კაიფობს. მეცნიერებს ნევროზიანი კატა შეხვდათ ალბათ. ერთი ანეკდოტი იყო ადრე, ქუთაისელმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ ტარაკანას ყურები ფეხებზე აქვსო. მოკლედ დააბრახუნეს მაგიდაზე ტარაკანა გაიქცა, მოაძრეს ფეხი, დააბრახუნეს, კიდევ გაიქცა. ბოლო ფეხი რომ მოაძრეს დააბრახუნეს და აღარ წავიდა, დასკვნა: ტარაკანას ყურები ფეხებზე აქვს. მეცნიერებიც მიქარავენ
liza
დღეს ამბები.გე-ზე ბათუმში შტრომის შედეგად პლიაჟზე არსებულ ბარში ტალღის შევარდნაზე იყო სტატია, ჟურნალისტი ამბობს საბედნიეროდ არავინ დაშავებულა უბრალოდ წყალმა კატა გაგვტაცაო. გული მომიკვდა წარმოგიდგენიათ საწყალი კატა ტალღამ წაიღო და ამაზე ოდნავი მწუხარებაც არ გამოხატა არავინ
viola
არაა მართალი პატრონისგან მოფერება ფისოს უყვარს კი არა, ვერ ძლებს პატრონისგან მოფერების გარეშე. აი, უცხოებისგან მოფერებას იგი ან მიიღებს, ან არა. და კიდევ. ერთხელ სხვა კატა შემოიპარა ღია ფანჯრიდან. ჩვენმა ფისომ ნამდვილი ბრძოლა გაუმართა და მიაღწია მის განდევნას. ჩხუბის ხმები რომ მომესმა, უცხო კატა უკვე განდევნილი იყო. ჩვენს ფისოს მიფერება დავუპირე, მაგრამ შემომიღრინა და გამეცალა. ვფიქრობ, ეს იყო აგრესიული მდგომარეობის ინერცია. მეორე წუთს კი მიფერება კარგად შეიფერა :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?