ვინ შეცვალა აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცხოვრება
ვინ შეცვალა აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცხოვრება
მსოფლიოში არც თუ ისე ცოტა ბავშვია, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ოთხი წლის აირისიც ამ დაავადების მსწვერპლია. მშობლების თქმით, ის თითქმის არ ლაპარაკობს, ძალიან უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომაც გოგონას საუკეთესო მეგობარი პატარა კნუტი გახდა, რომელიც თითქმის გვერდიდან არ შორდება აირისს.

კნუტს ტულა ჰქვია. აირისის მშობლების კნუტს- ოჯახში ბედნიერებისა და სიხარულის მომტანად თვლიან.

Zooclub

"ტულა ძალიან ალერსიანი და ერთგული კნუტია, ჩემი შვილი ისე შეეჩვია მას, რომ ტულას გარეშე ერთი წუთითაც ვერ სძლებს."- ამბობს გოგონას დედა. 

იმ დღიდან, რაც ტულა აირისის ოჯახში მოვიდა, ის იმ
ღამითვე გოგონას გვერდით დაწვა და ერთად მშვიდად დაიძინეს. ასე გრძელდება დღემდე.

Zooclub

"ტულა ჩემი შვილის "მფარველი
ანგელოზია."- ამბობს აირისის დედა.

კნუტთან ერთად ცხოვრების პერიოდში აირისი ძალიან შეიცვალა. მას შემდეგ გოგონა ყოველ დილით ბედნიერი სახით იღვიძებს და მის სახეზე ყოველთვის ღიმილია. მანადე ის ყოველთვის გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი იყო.

Zooclub

"ჩვენ გვქონდა სურვილი აირისის ეს პატარა ამბავი გაგვეზიარებინა იმ მშობლებისთვის, რომელთა ბავშვებსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ისინი თავის თავში ჩაკეტილები განაგრძობენ ცხოვრებას. ტულამ ჩემი შვილის განწყობა რადიკალურად შეცვალა, ეს ცხოველი ისე ეხმარება ჩემს ბავშვს ცხოვრებაში, რომ ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ იმას, რაც ამ პატარა კნუტმა გააკეთა."- ამბობს გოგონას დედა.

მაია
ცხოველები სიგიჟემდე მიყვარს, ძალიან მტკივა გული, რომ საქართველოში უმეტესობა ირონიულად უყურებს ჩემნაირ ადამიანებს, რომლებსაც ეცოდებათ მიტოვებული, მაწანწალა მშიერი ცხოველები. იმედია ცხოველების დაცვას ყურადღებას მიაქცევს ეს მთავრობა და ხალხი შეიგნებს, რომ ღმერთის შექმნილ არსებებს სასტიკად არ უნდა მოექცნენ.
manana-sh
ჩემი ოჯახის ახლობლის ბავშვი ასთმური შეტევებისგან იტანჯებოდა, ერთ მშვენიერ დღეს სახლში კატა მივუყვანე (თუმცა ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ) კატა და ბავშვი მალე დამეგობრდნენ, სულ მოკლე ხანში ბავშვი განიკურნა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?