16 კილოგრამიან კატას მკაცრი დიეტა დაენიშნა
16 კილოგრამიან კატას მკაცრი დიეტა დაენიშნა
ერთი თვის წინ SPCA-ის თავშესაფარში (აშშ) ჟღალი კატების ნამდვილი მეფე, ხუთი წლის ბაზუკა მიიყვანეს. მის მეფური შესახედაობა ზომებში გამოიხატება, რადგან კატა 15 კგ-ს და 800 გრ-ს იწონის. ის თავშესაფრის შენობაშიც, როგორც მეფე, ისე შეიყვანეს - მის შეყვანას ორი თანამშრომელი დასჭირდა.

მიუხედავად მისი ჭარბი წონისა, ბაზუკას თამაში ძალიან უყვარს. მეტიც, მას დამოუკიდებლად დივანზე ახტომაც შეუძლია, თუმცა, ვეტერინარმა მას მკაცრი დიეტა დაუნიშნა, რათა ჭარბმა წონამ მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

გაიცანით, ეს ბაზუკაა - 16 კგ-მდე კატა

Zooclub

უზარმაზარი ჟღალი ცხოველი თავშესაფარში ჩააბარეს,
სადაც ის ნამდვილი ვარსკვლავია.

კატა მას შემდეგ მოხვდა თავშესაფარში, რაც მისი პატრონი გარდაიცვალა. მამაკაცი დემენციით
იტანჯებოდა, ამიტომ შინაური ცხოველის ჯამს მუდმივად საკვებით ავსებდა. ასეთი კვების რეჟიმით კატამ წონაში სწრაფად მოიმატა.

Zooclub

"ის ფიქრობდა, რომ კატისთვის კარგს აკეთებდა. არ ვბრაზდებით მის საქციელზე, რადგან მას თავისი შინაური ცხოველი უყვარდა, სწორედ ამიტომ გემრიელი სასუსნავებით ანებივრებდა", - ამბობს თავშესაფრის წარმომადგენელი.

უზარმაზარმა კატამ გამორჩეული გარეგნობითა და მშვიდი ხასიათით მომვლელების გული პირველივე დღიდან დაიპყრო.

Zooclub

"მას ძალიან უყვარს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ყველაზე ბედნიერია იმ დროს, როცა ადამიანის გვერდით წევს", - ამბობს ბაზუკას მომვლელი.

თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, ბაზუკა დიეტას არ აპროტესტებს და ეს ნიშანია, რომ ის წონაში სწრაფად დაიკლებს. ასეთ ლამაზ ბიჭს ახალი ოჯახი მალე გამოუჩნდა და მას უკვე ელოდებიან მზრუნველი პატრონები.

ბაზუკაზე იზრუნებენ, რომ მან აქტიურად იმოძრაოს, სწორედ იკვებოს და ცხოვრებით სიამოვნება მიიღოს.

წყარო: dailymail.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?