სუპერგმირის კოსტიუმში გამოწყობილი კატა ლეკვებს "მანეჟიდან" გაექცა (სახალისო ვიდეო)
სოციალურ ქსელში დღითიდღე პოპულარული ხდება ვიდეო, სადაც მთავარ როლში სუპერგმირის კოსტუმში გამოწყობილი ფუმფულა კატაა. ვიდეოს დასაწყისში კატა მანეჟში ლეკვებთან ერთად ზის, თუმცა, რამდენიმე წუთში მომაბეზრებელი ადგილის დატოვებას გადაწყვეტს.

ვიდეოს მთავარი კადრი "სუპერკატის" მანეჟიდან გაქცევაა.

თითქოს ამაში უცნაური არაფერია, თუმცა, დააკვირდით, თუ რამდენად ეპიკურად ასრულებს ცხოველი ნახტომს - თითქოს მის გაქცევაზეა დამოკიდებული სამყაროს გადარჩენა.

"დროა, წავიდე, მსოფლიოს ჩემი იმედი აქვს!",  "სამყაროს მხსნელი", "სუპერგმირი ჩვენს დასახმარებლად მორბის!", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

ასევე იხილეთ:

უკმაყოფილო კატამ პატრონს ყველაფერი უთხრა, რასაც ფიქრობდა

უზარმაზარი ჟღალი კატა
ბანკის შესასვლელთან ისვენებს


თუთიყუში კატას დამალობანას ეთამაშება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?