როდესაც ოჯახში ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ლეკ­ვე­ბი არიან...
როდესაც ოჯახში ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ლეკ­ვე­ბი არიან...
მარ­თა­ლი­ა, ახალ­და­ბა­დე­ბულ ლეკ­ვებს თა­ვი­დან თვა­ლე­ბი არ აქვთ ახე­ლი­ლი და ბრმე­ბი არი­ან, მაგ­რამ კარ­გად იცი­ან, რა სჭირ­დე­ბათ გა­დარ­ჩე­ნის­თვის _ საკ­ვე­ბი და სით­ბო .

მზრუნ­ვე­ლი დე­და

თუ რო­მე­ლი­მე ლეკ­ვი მის­კენ გზას ვერ იპო­ვის, ძუ დალ­მა­ცი­ე­ლი ფრთხი­ლად ჩა­ავ­ლებს პირს და ახ­ლოს მო­იყ­ვანს.

თვა­ლის­ჩი­ნი

ლეკ­ვებს თვა­ლე­ბი და­ბა­დე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის შემ­დეგ აე­ხი­ლე­ბათ.

მოძ­რა­ო­ბა

ლეკ­ვე­ბის მოძ­რა­ო­ბა და­ბა­დე­ბი­სას ძალ­ზე შეზღ­უ­დუ­ლი­ა, მაგ­რამ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ უკ­ვე ჭა­მას იწყ­ე­ბენ და თან­და­თან იკ­რე­ბენ ძალ­-ღო­ნეს.

ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ძი­ლი

ლეკ­ვე­ბი სით­ბოს ად­ვი­ლად კარ­გა­ვენ, ნა­წი­ლობ­რივ იმი­ტომ, რომ კა­ნის ძალ­ზე დი­დი ფარ­თო­ბი შე­უ­მო­სა­ვი აქვთ.
ზრდას­რულ ძაღ­ლებ­თან შე­და­რე­ბით ისი­ნი ცუ­დად ახერ­ხე­ბენ სხე­უ­ლის სით­ბოს რე­გუ­ლი­რე­ბას. არ აქვთ კან­კა­ლის რეფ­ლექ­სი, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც
ზრდას­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი თბე­ბი­ან, არც ბეწ­ვი ებურ­ძგლე­ბათ, რაც სით­ბოს აკა­ვებს კან­თან ახ­ლოს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რით თბე­ბა და ქმნის ერ­თგვარ სა­ი­ზო­ლა­ციო შრეს. სი­ცი­ვის­გან ასე­თი და­უც­ვე­ლო­ბის გა­მო ლეკ­ვებს ერ­თმა­ნეთ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლებს სძი­ნავთ და ერ­თობ­ლი­ვად ებ­რძვი­ან სით­ბოს სწრა­ფად და­კარ­გვას. თუ დას­ცხე­ბათ, აქეთ­-ი­ქით გა­და­გორ­დე­ბი­ან.

წკმუ­ტუ­ნი დე­დის გა­სა­გო­ნად
ლეკ­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ურ­თი­ერ­თო­ბენ კნა­ვი­ლის მსგავ­სი თა­ვი­სე­ბუ­რი ხმე­ბით, რაც მხო­ლოდ მოკ­ლე მან­ძილ­ზე ის­მის. ეს ეხმარება მათ დე­დის ყუ­რადღ­ე­ბის მო­ზიდ­ვაში, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, იქ­ვე­ა. ეს თვი­სე­ბა ძაღ­ლმა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო მგლის­გან და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლას­თან. ამ­გვა­რი ხმე­ბი არ ეს­მით სა­ვა­რა­უ­დო მტა­ცებ­ლებს და ამით მგლის ან ძაღ­ლის ლეკ­ვე­ბი უფ­რო უსაფ­რთხოდ არი­ან. რო­დე­საც ლეკ­ვი დე­დას ეძებს, თავს ოდ­ნავ მაღ­ლა ს­წევს, მაგ­რამ თუ ვერ იპო­ვა, იწყ­ებს ხმა­მაღალ წკმუ­ტუნს, სა­ნამ არ გა­ა­გე­ბი­ნებს.

სით­ბოს მო­მა­ტე­ბა
ლეკ­ვე­ბი და­ბა­დე­ბი­სას ბრმე­ბი და ყრუ­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ დე­დის ან და-­ძმე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აგ­ნე­ბენ მა­თი სხე­უ­ლის სით­ბოს მი­ხედ­ვით. ახალ­და­ბა­დე­ბულ ნა­ყარ­ში, რო­გორც კი ერ­თი ძუ­ძუს საჭ­მე­ლად ამოძ­რავ­დე­ბა, სხვე­ბიც მიჰ­ყვე­ბი­ან.

ძუ­ძუს რიგ­რი­გო­ბით ჭა­მა
დე­დის ძუ­ძუს რომ მის­წვდნენ, ლეკ­ვე­ბი ერ­თმა­ნე­თის თავ­ზე გა­და­დი­ან. ძუს, რო­გორც წე­სი, აქვს რვა სარ­ძე­ვე დვრი­ლი, მაგ­რამ რძეს მხო­ლოდ ექ­ვსი გა­მო­ყოფს. შე­და­რე­ბით დი­დი ლეკ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად უკა­ნა დვრი­ლებს ეტა­ნე­ბი­ან, მაგ­რამ ეს არ არის მკაც­რად დად­გე­ნი­ლი და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი იკ­ვე­ბე­ბა.


ფრთხილად!
თუ ლეკ­ვი მოწყ­ე­ნი­ლი ჩანს, დე­დის გარ­შე­მო ბევრს მოძ­რა­ობს და ძუ­ძუს ეძებს, ეს ნიშ­ნავს, რომ მას კვე­ბა აკ­ლი­ა.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?