"ორსახა" კატა სახელად ვენერა
"ორსახა" კატა სახელად ვენერა
თქვენ შესაძლოა ფიქრობთ, რომ თქვენი კატა დედამიწაზე ყველაზე ლამაზი და უჩვეულო ცხოველია და ეს მართლაც ასეა. ყველა ცხოველი მათი ვიზუალობისა და ხასიათის მიხედვით ინდივიდუალურია, თუმცა კატას, რომელსაც ჩვენ გაგაცნობთ უნიკალურია მისი შეფერილობის გამო. 

კატა სახელად ვენერა, რომელსაც მეორენაირად "ორსახა კატას" ეძახიან, მართლაც, რომ უნიკალურია, მას ნახევარი სახე შავი ფერის აქვს, ხოლო მეორე ნახევარი – ჟღალი. მისი თვალებიც სხვადასხვა ფერია – მწვანე და ცისფერი.

ვენერამ ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ასეთი ვიზუალის გამო, მეტიც მის facebook-ის გვერდს 180, 000-ზე მეტი მოწონება აქვს.

Zooclub

"მე ვიპოვე ის სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთ ფერმაში, სადაც ვენერა საშინელ სიბინძურეში ცხოვრობდა, ძალიან მომეწონა და სახლში
წამოვიყვანე." – ამბობს კატის პატრონი.

სულ რამდენიმე ხანში, ვენერას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ის ბინძური ფერმიდან კომფორტულ სახლში, რბილ საწოლში აღმოჩნდა.

Zooclub

კატის პატრონის თქმით, ვენერა არა მარტო გარეგნობით, არამედ სხვა მხრივაც უნიკალური ცხოველია. ის ძალიან წყნარი და მშვიდია. არ არის ცელქი და არ აზიანებს ავეჯს. ის გრძნობს, რომ განსაკუთრებული კატაა და იფერებს ამ პოპულარობას.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა
ტეგები
gela nodaras bichi
მოსაწევი თუ ევასიება ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?