დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ორი მთავარი თაგვისდამჭერი წაკინკლავდა (+ვიდეო)
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ორი მთავარი თაგვისდამჭერი წაკინკლავდა (+ვიდეო)
"კატა ლარიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან და კატა მალმერსტონმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ურთიერთბის გარკვევა გადაწყვიტეს," - წერს "Daily Mail"-ი.

გამომცემლობის ცნობით, ორივე ცხოველს თაგვმჭერის პოსტი უკავია, რადგან ძველ სახლებს, უწყებებსა და რეზიდენციებს პერიოდულად მღრღნელები სტუმრობენ.

სოცქსელების წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ ლარისა და პალმერსტონის კონფლიქტის მიზეზი სწორედ ნადავლი გახდა.

“მათ დაუნინგსტრიტზე გამოუშვეს ბრჭყალები”, - ხუმრობს გამომცემლობა "Daily Mail"-ი.

ლარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში Battersea Dogs and Cats Home-ის თავშესაფრიდან მოხვდა. 2011 წლის 16 თებერვალს ოფიციალურ ბრიფინგზე მისი წარდგენის შემდეგ ლარიმ რეზიდენციის თაგვმჭერის
თანამდებობა დაიკავა. მისი წინამორბედი ამ პოსტზე იყო კატა სიბილი, რომელიც 2009 წელს მოკვდა.

2012 წელს
პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა ზარმაცი ლარი, თუმცა, დაეტოვებინათ სახლში. 2016 წლის აპრილში ლარის კონკურენტი გამოუჩნდა - დიპლომატიური კორპუსის ახალი თანამშრომელი, მისი უდიდებულესობა - კატა პალმერსტონი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?