კეთილი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლტოლვილი კატა ერაყელ ოჯახს დაუბრუნდეს
კეთილი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლტოლვილი კატა ერაყელ ოჯახს დაუბრუნდეს
კატამ, სახელად დიასომიმ, ისეთი რთული გზა გაიარა, როგორიც ადამიანების უმეტესობას თავიანთი ცხოვრების მანძილზე არ განუცდიათ. 

დიასომის თავგადასავალი ზღვიდან იწყება, როდესაც პატრონები ერაყიდან ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ.

საბერძნეთი მთავარი თავშესაფარია ერაყელი, სირიელი და ავღანელი ლტოლვილებისთვის.

ეშლი ანდერსონი საბერძნეთის ნაპირამდე მოსულ ლტოლვილებს დახმარებას უწევს.

Zooclub

როდესაც საბერძნეთის კუნძულს, ქალაქ მოსულიდან (ერაყი), ნავი მიუახლოვდა, ანდერსონმა შეამჩნია ოჯახი, რომლებსაც ერაყიდან კატა წამოეყვანათ.

"ამ ოჯახმა კატის ტრანსპოტირებისთვის ათასი დოლარი გადაიხადა. ისინი ცხოველს მზრუნველობითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ."-ამბობს ანდერსონი.

Zooclub

როცა ნავი ნაპირს მიუახლოვდა, კატა შეშინდა, გადმოხტა ნაპირზე და გაიქცა.
პატრონები დიდი ხანი ეძებდნენ ცხოველს, თუმცა ამაოდ.

ისინი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ კუნძულიდან.

კატა 3 დღის
შემდეგ ერთ-ერთ კაფეში გამოჩნდა. ის მშიერი და გასაცოდავებული იყო. ამ დროსითვის ოჯახი უკვე წასული იყო კუნძულიდან. კატა რამდენიმე კვირის განმავლობაში კაფეში ბინადრობდა.

Zooclub

ანდერსონმა კატის შესახებ უამბო მეგობარს, რომელმაც ერაყელი ოჯახის მოძებნაში დახმარება შესთავაზა.

Zooclub

მეგობრებმა კატა ვეტერინართან წაიყვანეს, სადაც ყველა საჭირო საბუთი გაუკეთეს.

Zooclub

დიასომს გერმანიაში ახალი ოჯახი უპოვეს და უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირებაც, თუმცა, ანდერსონს დღემდე არ შეუწყვიტავს ერაყელი პატრონების ძიება.

Zooclub

მან სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია, სადაც კეთილი ადამიანების დახმარებით, ცდილობს, დიასომს უპოვოს ერაყელი ოჯახი, რომელმაც არ დაზოგა თანხა, ენერგია და კატა სამშვიდობოს გამოიყვანა.

ასევე იხილეთ:

"მე არსად მაქვს წასასვლელი, კატასთან ერთად ვინ მიმიღებს"

სირიელმა ბიჭმა 500 კმ. ფეხით გაიარა, რათა ძაღლი ომიდან სამშვიდობოს გამოეყვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?