სირიელმა ბიჭმა 500 კმ. ფეხით გაიარა, რათა ძაღლი ომიდან სამშვიდობოს გამოეყვანა
სირიელმა ბიჭმა 500 კმ. ფეხით გაიარა, რათა ძაღლი ომიდან სამშვიდობოს გამოეყვანა
17 წლის თინეიჯერი, სახელად ასლანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სირიის საშინელ ომს საბერძნეთში გაექცა. ასლანის მსგავსად, უამრავი ადამიანი ძალისმიერი მეთოდებით გაყარეს საკუთარი სახლებიდან. ისინი ტერორისა და ომის მსხვერპლნი არიან. სამწუხაროდ, მათ დაკარგეს სახლები, ქონება და შინაური ბინადრებიც კი, გარდა ასლანისა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, რათა თავისი ძაღლი გადაერჩინა.

ასლანი თავის ბინადარ როუზთან დაშორების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მან აიღო საკმარისი საკვები, წყალი, ჩასვა პატარა ლეკვი სპეციალურ კონტეინერში და 500 კმ.  ფეხით იარა, რათა ომის სისასტიკისგან თავი დაეღწია.

Zooclub

როდესაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიადგა, ხალხი ეუბნებოდა,
რომ როუზი ნაპირზე დაეტოვებინა. ის წინააღმდეგი იყო და მეტიც, ძაღლისთვის განკუთვნილი პასპორტიც წარადგინა. ასლანის თხოვნამ
გაჭრა და საუკეთესო მეგობრები კვლავ ერთად არიან.

Zooclub

ასლანისა და როუზის მოგზაურობა ბედნიერად დასრულდა. თინეიჯერი საბერძნეთის ლტოლვილია და ის თავის საუკეთესო მეგობარ როუზთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელი, რომელმაც ძაღლები არ დათმო, ცივ ზამთარში მანქანაში ცხოვრობდა

ეს ქალბატონი თითქმის დაემშვიდობა თავის ძაღლს და ის სწორედ მაშინ გამოჩნდა...

ჯარისკაცი 3 წლის შემდეგ შეხვდა ძაღლს, რომელთან ერთადაც იბრძოდა

მანჩო
აი ჭეშმარიტი მეგობრობა! ამ პატარა ბიჭუნამ ძაღლი არ მიატოვა გაჭირვებაში, ყველამ ინატროს ასეთი მეგობარი!
dali
ყოჩაღ კარგო ბიჭო.... სუპერ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?