კაცმა თავშესაფრიდან კნუტი აიყვანა. სამი დღის შემდეგ კი ცხოველმა მისი სიცოცხლე იხსნა
კაცმა თავშესაფრიდან კნუტი აიყვანა. სამი დღის შემდეგ კი ცხოველმა მისი სიცოცხლე იხსნა
გლენ შამპანმა შეიფარა მიტოვებული კნუტი, რომელიც თავშესაფარში მას მერე მოხვდა, რაც სიკვდილს გადაურჩა ქუჩაში. გადარჩენილმა ცხოველმა ახალი პატრონის სიცოცხლე იხსნა.

გლენმა სახლში 8 კვირის კნუტი, სახელად ბლეიკი აიყვანა. მისი თქმით, კნუტი ძალიან შფოთავდა, როდესაც თავშესაფარში პირველად ნახა. ის ხმამაღლა კნაოდა, თითქოს ამბობდა "წამიყვანე აქედან!"

გლენს ტვინის დაავადება აქვს, რაც შეტევებს იწვევს. ამ დროს მან შეიძლება სუნთქვა შეწყვიტოს. მაგრამ მას არც წარმოედგინა, რომ ერთ-ერთი შეტევის დროს კატა მის სიცოცხლეს იხსნიდა.

Zooclub

მამაკაცის თქმით, პირველ დღეს მას შეტევა ჰქონდა. მაშინ კატამ მას თათი
ხელზე დაადო, თითქოს უნდოდა ეთქვა: "არ იღელვო, ყველაფერი კარგად იქნება".

მესამე დღეს გლენს უფრო მძიმე
შეტევა ჰქონდა, ოღონდ ამჯერად ძილში - კატამ მას თითებზე კბენა დაუწყო, რომ გაეღვიძებინა.

კატას რომ არ ეცადა მისი გაღვიძება, პატრონი შეიძლება პირდაპირ ძილში, გონზე მოუსვლელად მომკვდარიყო სუნთქვის გაჩერებით.

Zooclub

"მე ის გადავარჩინე, ახლა კი მან გადამარჩინა!" - ამბობს გლენი.

ახლა გლენი კატას უწოდებს თავის მფარველ ანგელოზს, რომელიც მას ღმერთმა გამოუგზავნა. მისი თქმით, კატას უთქმელად ესმის მისი, სულ თან დაჰყვება და თვალებში შესცქერის. ის უბრალოდ ბედნიერია, რომ მას ბლეიკი ჰყავს.

Zooclub

"ეს კნუტი მე მეხმარება, რომ ვიცოცხლო! ის უბრალოდ ნამდვილი გმირია!", - ამბობს გლენი.

ra bedi aqvss
რა ბედი აქვსს ამ კაცსს ასეტ კატას ვედზებდი ,სულლ მტლად შავვს მწვანე ტვალებიტ და ამან მუქტად აიყვანა.რა კარგი პისოაა.
tamriko gogishvili
საოცარი ისტორიაა...ფისოები კოველტვის გრზნობენ პატრონის განტკობას,ავადმკოფობას და ცდილობენ დახმარებას...მიკვარს ფისოები და საერტოდ კველა ცხოველი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?