error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/18de44b4e17cd1aa236b003128bb38d5.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რატომ უყვართ ქალების უმეტესობას კატები?
რატომ უყვართ ქალების უმეტესობას კატები?
გოგონებისა და ქალების უმეტესობას კატები განსაკუთრებულად უყვარს. რატომ? ამ კითხვაზე ალბათ არაერთხელ დაფიქრებულა ყოველი მამაკაცი , რომელიც ფისომოყვარულ მეორე ნახევართან ერთად ცხოვრობს. მაშინაც კი, როცა ქალი აგვიანებს სამსახურში, ის აუცილებლად უნდა მოეფეროს და გამოკვებოს თავისი შინაური ბინადარი. 

ასეთ გოგონებს თავადაც კატის ქცევები ახასიათებთ. რატომ? 

ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა მარია როდელმა ჩაატარა საკუთარი კვლევა. ის საკმაოდ დიდხანს სწავლობდა კატებისა და ქალების კავშირს. ასევე, მარია ავსებდა კითხვარებს კატებისა და ქალების შესახებ. ყოველივე გაანალიზა და გამოიტანა 5 მნიშვნელოვანი დასკვნა, თუ რატომ უყვართ ქალებს კატები.

1.
ქალს რომ ჰქონდეს კუდი, ის გამოიყენებდა მას ურთიერთობისთვის ისე, როგორც იყენებენ კატები. ძაღლებს კუდით შეუძლიათ,
მხოლოდ რამდენიმე მინიშნების შესრულება, ხოლო კატები მას დამატებითი ჟესტებისთვის, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან საუბრისას იყენებენ.

კუდის დახმარებით, ისინი გამოხატავენ სიხარულსა და უკმაყოფილებას, შფოთსა და ბედნიერებას. გაურკვეველი მიზეზების გამო, ქალები თვლიან, რომ ესმით თავიანთი კატის "კუდის ჟესტების".

2. კატები არ გთხოვენ, ისინი ითხოვენ. ეს დაუნდობელი სიმართლეა. ყველა ქალს სურს ძალაუფლება. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის: კარიერაში თუ ქმართან მიმართებაში.

სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მათგანი უთანაბრდება კატის ქცევას - არ აქვს მნიშვნელობა ეშმაკურად იქცევა ის, თუ მხოლოდ  მოთხოვნილებების სახით. როცა კატას სურს საკვები, ის ხომ ამას კატეგორიულად ითხოვს პატრონისგან და როცა მას სურს მოფერება - პატრონის კვალდაკვალ დადის. ხშირ შემთხვევაში, წყვილებს აქვთ უცნაური სიტუაცია, როდესაც გოგონა ფიქრობს, რომ მამაკაცმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა სურს თავის საყვარელ მეორე ნახევარს, თუმცა, ბიჭს ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, რა მოეთხოვება მას.

3. კატა შეიძლება დატოვო მარტო მთელი დღე და რამდენიმე დღეც კი. საკმარისია მას დაუტოვო საკვები და სუფთა ტუალეტი, თუნდაც 2 დღით.

ის მაინც ბედნიერი იქნება დაბრუნებული პატრონის ნახვით. რაც მთავარია: კატას არ ექნება პრეტენზია პატრონის არყოფნასთან დაკავშირებით.

4. კატა ფუმფულა არსებაა, რომელიც ადამიანში სიმშვიდის განწყობას იწვევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გოგონას სახლში ბინადრობს მონსტრი კატის სახით, რომელიც აზიანებს ავეჯს და აფუჭებს ნივთებს, მას მაინც ეყვარება თავისი შინაური ბინადარი.

ყოველივე ეს იმიტომ, რომ ამ ფუმფულა ცხოველს პატრონისთვის სიმშვიდე მოაქვს. ფისომოყვარულებისთვის ხომ ერთ რამედ ღირს, მძინარე კატის მოფერება. ისინი მზად არიან საათობით ისხნენ უმოძაოდ მძინარე კატით ხელში.

5. მთავარი მიზეზი - კატები საყვარელი არსებები არიან. ქალების გამოკითხულთა 100%-მა აღიარა, რომ ამ ცხოველს შეიძლება ყველაფერი აპატიო.

როცა კატა პატარაა, ისინი "ბავშვებივით" არიან და როცა იზრდებიან, ისინი დამოუკიდებელნი ხდებიან. მათ განსაკუთრებული შარმი და საოცარი ხასიათი აქვთ. სწორედ ამიტომ, ფისომოყვარული გოგონები კატის თვისებებით გამოირჩევიან. მათ შარმი და უცნაური ხასიათი (ყველაზე დაუნდობელიც კი) საყვარელ იერს აძლევს.

ჟურნალისტის თქმით, ამ კვლევის არსს მხოლოდ ფისომოყვარულები ჩაწვდებიან.

ასევე იხილეთ:

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ

რატომ უყვარს ადამიანს კატა?

gogishvili
სრულიად ვეტანხმები სტატიის ავტორს...ასეა
თიკო
ვეთანხმები სტატიას ნამდვილად :) თუმცა არა 100 %- ით.
მაიას
მერე რას კითხულობ? :) შენი აზრი არც კატებს აინტერესებს, არც ჩვენ. ერთს გისურვებ, ერთი მაგრად დაგფხაჭნოს კატამ :)))))))))))
gio
მაია ბრიყვი თავი გაბია სტატია კი მშვენიერია ! და თუ ცხოველები არ გიკვარს არავინ გთხოვს კომენტარის დაწერას. დაიოკე ეგ ცხოველთმოძულე პირი!
tata(buso)
ძალიან კარგი სატატია იყო მომეწონა :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?