კატა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გმირი გახდა
კატა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გმირი გახდა
უსახლკარო კატა, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე იხსნა არა მხოლოდ რუსული, არამედ უცხოეთის ახალი ამბების გმირი გახდა. მან სადარბაზოში ყუთში მწოლიარე ახალშობილი გაყინვას გადაარჩინა. ცხოველის გმირობაზე წერდა The New York Post, Washington Post, Mirror. ყველა აღაფრთოვანა კატის მოქმედებამ. ადამიანებმა ახალშობილისა და ცხოველის აყვანის მზადყოფნა გამოხატეს.

როგორც ცნობილია, უცნობმა ორი თვის ახალშობილი საცხოვრებელი სახლის ნაგავსაყრელთან ყუთში მწოლიარე დატოვა. ციმბირული ჯიშის კატა, სახელად მაშკა ახალშობილს რამოდენიმე საათის განმავლობაში ათბობდა და კნავილით ადამიანების ყურადღების მიქცევასაც ცდილობდა. საბოლოოდ, მისი მცდელობა წარმატებით დასრულდა.

ბავშვი ობინსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმებმა დაადასტურეს, რომ იგი სრულიად ჯანმრთელია და ორგანიზმის გადაციებაც არ მომხდარა სწორედ იმის გამო, რომ
კატა მას ათბობდა.

მცხოვრებლებმა მაშკა მისი საყვარელი სასუსნავით დააჯილდოვეს. გარდა ამისა, გამოჩნდნენ მისი აყვანის მსურველი კატის მოყვარულები, როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. მაშკას ბედის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა, ის რომ აუცილებლად ყველაზე მოსიყვარულე ოჯახის წევრი გახდება, ეჭვგარეშეა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ამბის დასაწყისი: "ობინსკში, სადარბაზოს კატამ მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა"
mnana-sh
მაშკას ურჩევნია სადაც არის იქ იყოს, მხოლოდ საჭმელი სასმელი და ალერსი არ უნდა მოაკლონ სადარბაზოს მცხოვრებმა, მაშკა ასეთცხოვრებას არის მიჩვეული, ის ერთ ოჯახში ვერ გაძლებს როგორც არ უნდა მიეფერონ.
manana
მაშკა მხოლოდ მისი გადარცენილი პატარას საკუთრებაა და მასთან ერთად უნდა იყოს...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?