ქუჩაში, ყინვაში დატოვებულ ჩვილს კატა რამდენიმე საათი ათბობდა
რუსეთის ქალაქ ობნინსკში ციმბირული ჯიშის კატამ, სახელად მაშკამ, ქუჩაში დატოვებული ჩვილი ბავშვი სიკვდილისგან იხსნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კატა რამდენიმე საათის განმავლობაში ათბობდა დაახლოებით 2-3 თვის ბავშვს. ადგილობრივების თქმით, მაშკა კნავილით ცდილობდა ახლომახლო მცხოვრები ადამიანების ყურადღების მიპყრობას.

საბოლოო ჯამში, ბავშვის აღმოჩენა შეძლეს. როგორც მისი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გაირკვა, პატარას გაყინვის არავითარი კვალი არ აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, კატას იმდენად აღელვებდა ბავშვის ბედი, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მისდევდა კვალდაკვალ. პოლიცია ამჟამად ბავშვის მშობლების ვინაობის დადგენით არის დაკავებული.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?