ობინსკში, სადარბაზოს კატამ მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა (+ვიდეო)
ობინსკში, სადარბაზოს კატამ მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა  (+ვიდეო)
ახალი წლის დღესასწაულების დროს ობინსკის ერთ-ერთი სახლის მცხოვრებლებმა სადარბაზოში, ნაგვის ბუნკერთან მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. როგორც ჟუტნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ბავშვი კატამ გადაარჩინა. ეს კატა მას ათბობდა და უვლიდა.

"მას ისეთი კარგი ქურთუკი ეცვა, ღია ფერის. შარვალიც ცისფერი იყო. თავზე თბილი ქუდი ეხურა. ყუთთან იდო პაკეტი, სადაც ეწყო ბავშვის საკვები და რამოდენიმე პამპერსი", - ყვება სახლის ერთ-ერთი მცხოვრები.

Zooclub

პირველ რამოდენიმე საათში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი მარტო იყო, კატა, სახელად მაშა მას უვლიდა, ათბობდა. ალბათ ბავშვი დიდ კნუტად მიიღო.

როგორც
კი ბავშვმა საჭმელი ჭამა, ცოტა დამშვიდდა. მეზობლებმა კი სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ექიმები 15
წუთში მოვიდნენ და ახალშობილი ობინსკის საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში წაიყვანეს. როდესაც ბიჭი წაიყვანეს, კატამ კნავილი დაიწყო და ბავშვი და მედმუშაკები სასწრაფოს მანქანამდე მიაცილა.

Zooclub

გამოძიება არკვევს, ბავშვის მშობლების ვინაობას, რამ აიძულა ისინი ასე ბარბაროსულად მიეტოვებინათ შვილი. ბავშვის დროებით საცხოვრებლად ჯერ-ჯერობით კვლავ ქალაქის საავადმყოფო რჩება.

იხილეთ ვიდეო
lali
აქ ზოგიერთის კომენტარდანაც მიხვდები, რამდენად სასტიკი, გაუნათლებელი და სამარცხვინო საზოგადოებაში გვიხდება ცხოვრება. სხვისასაც ვაკრიტიკებთ და სამასხარაოდ ვხდით. აბა ასეთი ცხოველი არ ჯობია ამ ერთუჯრედიან ადამიანებს?
brrrrrr
ვიცი ეს ამბავი.ბოკერია და ჩერგო იყვნენ მაგ ქალაქში წასულები.იმ დღეს საეჭვოდ ფუთფუთებდნენ.კიდევ კარგი ბავშვი დაეკარგათ,თორემ რაღაც რიტუალის შესრულებას აპირებდნენ.
mar92
ამაზეა ნათქვამი ზოგ ადამიანს ცხოველიც ჯობიაოოო
Saginashvili maia
კატას აქვს დედობრივი ინსტიქტი,ადამიანებმა კი დაკარგეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?