მკვლევარები: ძაღლები მგლებზე მზრუნველი ცხოველები არიან
მკვლევარები: ძაღლები მგლებზე მზრუნველი ცხოველები არიან
რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგად, ავსტრალიელი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მგლები ძაღლებზე გაცილებით მზრუნველი ცხოველები არიან. თუმცა, მხოლოდ თავიანთი ხროვის მიმართ. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ "PLOS One"-ში.

ანალოგიური დასკვნა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაკეთდა, თუმცა, იმ პერიოდში, ექსპერიმენტის შედეგებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რის შემდეგაც დაიწყო ახალი კვლევა. ამისათვის, სპეციალისტებმა მგლები და ძაღლები სხვადასხვა გალიაში ჩასვეს - ერთ-ერთ გალიაში განათავსეს ჯამი, ხოლო მეორე ცხოველის სამყოფელის კედელზე "პლანშეტი" განსხვავებული სურათებით დაამონტაჟეს.

ექსპერიმენტის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ძაღლს ან მგელს შეეძლო ცხვირით დაეჭირა ერთ-ერთი სურათისთვის და თუ
სწორ არჩევანს გააკეთებდა, მისი "მეზობელი" იღებდა საკვების ულუფას.

შედეგად აღმოჩნდა, რომ მგლები გაცილებით ხშირად კვებავდნენ
გვერდზე გალიაში მყოფებს, თუ ეს უკანასკნელი თავისი ხროვის წევრი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უმოქმედოდ იყვნენ. ძაღლები კი პირიქით, ერთსა და იმავე სიხშირით ირჩევდნენ შესაძლებლობას, გამოეკვებათ თავიანთი "მეზობელი" და არ ჰქონდა მნიშვნელობა, უცხო იყო ცხოველი მისთვის თუ არა.

ასევე იხილეთ:

ძაღლი ყოველთვის მიგანიშნებთ, თუ კბენას აპირებს. როგორ?

სარგებლის მიღების მიზნით, ძაღლს ადამიანზე მანიპულირება შეუძლია

რას შეიგრძნობენ ძაღლები ნივთის ყნოსვის დროს და როგორ პოულობენ დაკარგულ ადამიანებს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?