ძაღლი ყოველთვის მიგანიშნებთ, თუ კბენას აპირებს. როგორ?
ძაღლი ყოველთვის მიგანიშნებთ, თუ კბენას აპირებს. როგორ?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ უმიზეზოდ ძაღლი ადამიანს არასოდეს ავნებს. ყოველ წელს მილიონზე მეტი ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი ხდება ძაღლის კბენის "მსხვერპლი". ძირითად შემთხვევაში მშობლები არ ინტერესდებიან, რატომ მოხდა ეს ფაქტი. ისინი გაუაზრებლად სჯიან ცხოველს. ეს უკეთეს ვარიანტში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მცირე ნაკბენის გამო, ძაღლი ცემის დროს ან გამიზნულად მოუკლავთ კიდეც. 

ხშირ შემთხვევაში ბავშვი მოზრდილთან შედარებით უშიშრად უახლოვდება მისთვის უცნობ ძაღლს, შესაძლოა, მოფერების მიზნით. არის შემთხვევა უმიზეზოდ ქვის სროლისა, ასევე წვალების მიზნითაც. სწორედ მსგავს შემთხვევებში ცხოველი ცდილობს თავი დაიცვას, ხოლო
მისი თავდაცვის იარაღი სწორედაც, რომ კბილია.

Zooclub

რა შემთხვევაში შეიძლება ავნოს ძაღლმა ადამიანს?

პირველ რიგში, თუ
შეშინებული ძაღლი კედელთანაა მიმწყვდეული, ხელებგაშლილი არ უნდა მიუახლოვდეთ. ამ დროს ცხოველი უკან იხევს და ჟესტებით განიშნებს, რომ მისთვის საშიშროებას წარმოადგენთ:

Zooclub

1. ბავშვის ან უფროსის მიახლოებისას თუ ძაღლი კბენას აპირებს, ის იყურება ადამიანის საპირისპიროდ და კუდი ამოძუებული აქვს. თუ მაინც უახლოვდებით, ამ დროს ძაღლი ფიქრობს, რომ ეს მისთვის საფრთხეა. გამოსავალს შეტევაში ხედავს. სწორდ ამ დროს უნდა დაიხიოთ უკან.

Zooclub

ბავშვის შემთხვევაში - პატარას ხშირად დიდი სურვილი აქვს მოეფეროს ძაღლს, ხოლო ცხოველი თვითგადარჩენის ინსტინქტზეა მომართული, სწორედ ამ დროს უნდა ჩაერიოს მშობელი და შეშინებულ ძაღლს ბავშვი გაარიდოს.


2. სპეციალისტების რამდენიმე რეკომენდაცია მშობლებს:

ა) დაარიგეთ ბავშვი, სანამ ძაღლს მიუახლოვდება ნებართვა თქვენგან აიღოს, ხოლო თქვენ შეეკითხეთ ძაღლის პატრონს - საშიშია თუ არა ცხოველთან მიახლოება.

ბ) არ შეეხოთ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, თუ ძაღლი აღელვებულია და გიახლოვდებათ.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი თქვენ მიმათ დადებითად განეწყო, არ ეთამაშოთ უხეშად. მაგალითად: ყურის მოქაჩვა, კუდზე ხელის მოკიდება და ა.შ. ის მსგავს ქმედებებს თამაშად არ აღიქვამს.

დ) არასოდეს მიუახლოვდეთ ძაღლს, რომელიც ზურგით დგას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვებს ჭამს.

ადამიანის გაუაზრებელი ქმედების გამო, არაერთი ძაღლი გამხდარა ევთანაზიის ან სახლიდან ქუჩაში გაგდების მსხვერპლი. გაითვალისწინეთ, რომ ისინიც ცოცხალი არსებები არიან, მათაც აქვთ შეგრძნებები: შიშის განცდა, თვითგადარჩენის ინსტინქტი. პირველ რიგში, დაიმსახურეთ ცხოველის ნდობა, იმ შემთხვევაში თუ მასთან თამაში გსურთ.

მშობლებო, ასწავლეთ ბავშვს ცხოველებთან სწორი კონტაქტი და ისინი არასოდეს მოგაყენებენ ზიანს, არც თქვენ და არც თქვენს შვილებს.

ასევე იხილეთ:

ოდესმე გინახავთ ძაღლი ასე იქცეოდეს? ის ამ მოქმედებით ცდილობს, რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ

10 საიდუმლო, როგორ გეუბნებათ თქვენი ძაღლი "მე შენ მიყვარხარ"

რატომ ლოკავს ძაღლი პატრონს?

ბესო
ესეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხავს. პიდბულები და მაწანწალა ძაღლები მასიურად ერჩიან ადამიანებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამიტომ ქუჩაში არ უნდა დაეხეტებოდნენ და არც პიდბულისნაირი "გონებაჩლუნგი" და აგრესიული ჯიშები არ უნდა გამოყავდეთ. მე მინახავს ძაღლი რომელსაც ადამიანის თავის ქალა და მტევანი მოუტანია, და ასეთი ძაღლის დამცველი ადამიანიც შემხვედრია, წარმოიდგინეთ ესეთი მაწანწალა ძაღლი რომ ადამიანდ უკბენს.
ნწ-s
აიყვანე მაშინ ქუჩიდან და 1-ით ნაკლები იქნება. აბა რა გინდა, რომ ჩახოცონ ძაღლები, ოღონდ ქუჩაში არ დაინახო უპატრონო?
ნწ
მაწანწალა ძაღლები არ უნდა იყვნენ ქალაქში
გეო
ანუ, როცა ქუჩაში ჩემთვის მივდივარ, იმაზე უდა ვიფიქრო, ძაღლი ზურგით დგას თუ დინგით, მოწონს თუ არა ჩემი ღიმილი და საროჩკის ფერი. ჩემი სახლის ეზოში რომ არ მიშვებს ესეც ნორმალურია. და საერთოდ, ძაღლი რომ იკბინება, ადამიანი ყოფილა დამნაშავე. მოკლედ, ძაღლების ხუშტურებზე უნდა ვიცხოვროთ. სხვათა შორის, მარტო კბენაში არაა საქმე. რომ გიღრენს და მოგსდევს ეს სასიამოვნოა არა? გაიარეთ თბილისის ცენტრში, თუნდაც ბუკიას ბაღში და დარწმუნდებით ვინაა ხელისუფალი ქვეყნაში, ადამიანი თუ ძაღლი. საკუთარ ქუჩაზე ვეღარ გაგივლია და ამაზე კაციშვილი ხმას არ იღებს. სამაგიეროდ, ნაკოტიკების ლეგალიზაციაზე პერმანენტულ მიტინგებს მართავენ. აი, ეს ძაღლის მიერ დაჩმორებული ხალხი ნამდვილად დაიბრუნებს აფხაზეთს.
zas.
ისევე როგორც ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან,ასევეა ძაღლებიც,რომელს რა მოუვა თავში ვინ რა იცის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?