ფაქტები კატების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით
ფაქტები კატების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით
კატას შეუძლია ადამიანის გული დაიპყროს, თუ ამის სურვილი თავად აქვს. ალბათ ყველა ფისომოყვარულს აინტერესებს კატების შესახებ ფაქტები, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, იცოდნენ, თუმცა, ზოგიერთს პირველად შეიტყობთ.

ადამიანმა მოიშინაურა კატა თუ პირიქით?

კვლევებმა აჩვენა, რომ კატა კრუტუნსა და კნავილს იყენებს იმისათვის, რომ ადამიანზე ზემოქმედება მოახდინოს. ერთ-ერთი ხმიანობა, რომელსაც ეს ცხოველი გამოსცემს, ძალიან ჰგავს ბავშვის ტირილს. კატამ ზუსტად იცის, რომ ადამიანი რეაგირების გარეშე არ დატოვებს "ჩვილს" და ყველაფერს გააკეთებს მის დასამშვიდებლად. 

კატები ძველ ეგვიპტეში

ეგვიპტელები კატას წმინდა ცხოველად მიიჩნევდნენ. მას ძვირფას სამკაულებს უკეთებდნენ და გემრიელი საკვებით
ანებივრებდნენ. როდესაც კატა კვდებოდა, მას მუმიფიცირებას უკეთებდნენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კატას ზიანს მიაყენებდა, სიკვდილი ემუქრებოდა. 

კატური
თვითგანკურნება


სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ კატა კრუტუნებს 25-დან 150 ჰერდს სიხშირეზე. ეს სწორედ ის სიხშირეა, რომლის დროსაც მისი ძვლებისა და კუნთების განკურნება ხდება.

შესაშური თირკმლები

კატას შეუძლია, წყურვილი ზღვის წყლით დაიკმაყოფილოს. მისი თირკმლები ფილტრავს მარილს.

კატის ულვაშები

კატის ულვაშები, როგორც ასეთი, ჩვეულებრივ ბეწვს არ წარმოადგენს. ეს არის მგრძნობიარე რეცეპტორები, რისი დახმარებითაც კატა გარემო პირობების შესახებ ინფორმაციას იღებს. კატის ულვაშის მოჭრა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ამ უკანასკნელმა შეიძლება, ორიენტაცია დაკარგოს და შიში დაეუფლოს.

კატები "დისნეი ლენდში"

იმისათვის, რომ თაგვების გამრავლება თავიდან აიცილონ, "დისნეი ლენდის" ტერიტორიაზე 100 კატა გაუშვეს. ყველა მათგანი სტერილური, აცრილი და ჩიპირებულია. მათზე გასართობი პარკის თანამშრომლები ზრუნავენ.

სიმაღლიდან ვარდნა

ცნობილია, რომ კატა სიმაღლიდან თათებით ეშვება. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი, თითქოს კატა 32-ე სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა, არ შეიძლება ჩაითვალოს მის შესაძლებლობად.

კატას უყვარს ძილი

კატას დღის მანძილზე 13-16 საათი სძინავს, რაც მისი საშუალო სიცოცხლის 70%-ს შეადგენს. ამ ცხოველის სასიცოცხლო ენერგიისთვის ძილი აუცილებელია, რათა ნადირობისთვის ძალები მოიკრიბოს.

კატის წარმომავლობა

სპეციალისტებმა შინაური კატები იმ გარეული წინაპრებისგან გამოიკვლიეს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში  100 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ითვლება, რომ კატა ადამიანმა 
10 000 წლის წინ მოიშინაურა.

კატა-მტაცებელი

კატა მართლაც რომ კარგი მონადირეა, შესაძლოა ითქვას, შეუდარებელი. ის საშიშროებას წარმოადგენს ქვეწარმავლებისა და ფრინველებისთვის. ამის გამო, მას მოიხსენიებენ 100 ყველაზე საშიშ მტაცებელს შორის.

რა საერთო აქვთ კატებსა და ადამიანებს?

კატის ტვინი ადამიანის ტვინს ჰგავს. მას, ადამიანის მსგავსად, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება აქვს. კატის ტვინის ნაწილი აკონტროლებს ემოციებს ისევე, როგორც - ადამიანის.

კატის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის მსგავსად, კატასაც უქვეითდება მეხსიერება - უყალიბდება ალცჰაიმერის დაავადება ან დემენცია. თუ შინაური ცხოველი გამოსცემს უჩვეულო ხმებს, ავიწყდება, სადაა თავისი ტუალეტი და წყვეტს თავის მოვლას, ეს სიბერის ნიშნებია.

შენიშვნა: ისევე როგორც ადამიანს, შესაძლოა, კატასაც ასაკის მატებასთან ერთად, არ განუვითარდეს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები.

დაბანა/სხეულის წმენდა

კატა სხეულს სხვადასხვა მიზეზით იბანს, თუმცა, შეამჩნევდით, რომ ის მოფერების შემდეგ იწყებს სხეულის წმენდას. ამ მოქმედებით თქვენი სუნისგან გათავისუფლებას ცდილობს, რათა თავისი სხეულის სუნი დაიბრუნოს.

კატა გამოყოფს ოფლს

კატას თათებთან განლაგებული აქვს ჯირკვლები. როდესაც ძალიან სცხელა, ადამიანივით ცდილობს, მოძებნოს გრილი ადგილი, თუმცა, მას ძალიან მოსწონს მსუბუქი მზის სხივების გულზე ნებივრობა.

ყველაზე მდიდარი კატა

ბლეკი ყველაზე მდიდარი კატა იყო მსოფლიოში. 1988 წელს, ბენ რეიმ, სიკვდილის შემდეგ,  საკუთარ კატას 13 მილიონი დოლარი დაუტოვა.

ასევე იხილეთ:

თუ კატას თქვენს საწოლში ძილი უყვარს. აი, რას ნიშნავს ეს...

სახლი კატის გარეშე - სახლი ბედნიერების გარეშე!​

როგორ ”დაიპყრეს” დედამიწა კატებმა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?