კენიაში ბუზები ადამიანებს საშიში ბაქტერიებისგან მკურნალობენ (+ვიდეო)
კენიაში ბუზები ადამიანებს საშიში ბაქტერიებისგან მკურნალობენ (+ვიდეო)
კენიაში ჭრილობების მატლებით მკურნალობის უძველესი საშუალება ააღორძინეს . სპეციალურად ამისთვის ადგილობრივი მეცნიერები ბუზებს ამრავლებენ.

მკურნალობის არსი იმაშია, რომ ბუზების მატლები მკვდარი ხორცით იკვებებიან და შეუძლიათ იმ ადგილს მისწვდნენ, სადაც ქირურგს ჩაღწევა არ შეუძლია.

ადამიანის სხეულზე დაავადებულ ადგილზე მოხვედრისას, მატლები მკვდარი ქსოვილების ჭამას იწყებენ, რითაც საშიშ ბაქტერიებს კონკურენციას უწევენ.

იმ დროს, როდესაც ანტიბიოტიკებს ბევრი ბაქტერია უკვე მიეჩვია, რადგან ასეთი სახის ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობა უკვე გამოიმუშავეს, მატლებთან ბაქტერიებს მორევა უჭირთ.

კენიის საავადმყოფოებში ბევრი პაციენტი უკვე თავად სთხოვს ექიმებს მკურნალობაში მატლების გამოყენებას. ექიმები იმედოვნებენ,
რომ ასეთი სახის თერაპიის უფრო ფართოდ გამოყენებისათვის სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებენ.

იხილეთ ვიდეო
oeeeeeeeee
ბუზი კი არა,მატლია "ექიმი".
BOBI BRAUNI
კენიასთან და ზიმბაბვესთან უვიზო რეჟიმი გვაქვს....ავშენებულვართ და ეგაა, ამ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობა,ბედკრულ საქართველოს,სასიკეთოდ,თუ წაადგება.... ბედნიერი მკითხველი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?