როგორ გადავაჩვიოთ კნუტი/კატა ავეჯის კაწვრას?
როგორ გადავაჩვიოთ კნუტი/კატა ავეჯის კაწვრას?
როგორ მოვიქცეთ, თუ კატა სახლში ნივთებს, მაგალითად: ავეჯს, ფარდებს, ნოხს და ფეხსაცმელს აზიანებს?  ეს კითხვა აწუხებს კატის მფლობელების უმეტესობას.

ყველამ არ იცის, თუ რატომ კაწრავს შინაური ცხოველი ავეჯს. ეს მათთვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც ითვალისწინებს მისი ბრჭყალების იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

ამიტომ, არ ღირს, სამუდამოდ გადააჩვიოთ ცხოველი ამ მავნე საქმიანობას. პირველ რიგში, კატას უნდა ასწავლოთ ამის სწორად გაკეთება.

როგორ აღვზარდოთ კატა?

1. ზოომაღაზიაში შეიძინეთ სპეციალური კატის "ბრჭყალების სალესი" და ისეთ ადგილზე მოათავსეთ, სადაც ცხოველი ხშირად ემტერება ავეჯს ან შეარჩიეთ ისეთი კუთხე, სადაც თავად
მოსწონს დასვენება.

Zooclub

2. თუ კატას სახლში რამდენიმე კუთხე აქვს ამოჩემებული, სადაც ის ავეჯის კუთხეებს კაწრავს,
დროებით შემოსაზღვრეთ ეს ადგილები (ნაჭრით, იზოლაციური ლენტით), რათა მას  დაავიწყდეს ამ მავნე ჩვევის შესახებ.

Zooclub

3.შინაურ ბინადარს ზოომაღაზიაში შეურჩიეთ რამდენიმე სხვადასხვანაირი სათამაშო. შესაძლოა, თქვენი ბინადარი უბრალოდ მოწყენილია და ენერგიას ბრჭყალების ცვეთაზე ხარჯავს.

Zooclub

4. ზოომაღაზიაში ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ სპეციალური შესაშინებელი სპრეი, რომელიც ავეჯს უნდა მოაფრქვიოთ. კატა უსიამოვნო სუნს მოერიდება, თუმცა, ნუ გადაამეტებთ, რადგან ეს შესაძლოა, ცხოველისთვის სტრესის მიზეზი გახდეს.

5. იმ შემთხვევაში, თუ კატა მისთვის განკუთვნილ ნივთებს არ ეკარება და სახლში არსებული ნივთების დაზიანებას აგრძელებს, ე.წ. კატის  "ბრჭყალების სალესზე" დაასხით რამდენიმე წვეთი "კატა პიტნა" (კატაბალახა). მისი სუნი აუცილებლად მიიზიდავს ამ დაუმორჩილებელ ფუმფულა ბინადარს.

Zooclub

6. კატის აღზრდა დაიწყეთ იმ წუთიდან, როდესაც მას სახლში მიიყვანთ. როგორც კი დაინახავთ, რომ ცხოველი ავეჯს აზიანებს, მკაცრი ხმით უთხარით (არ უყვიროთ) "არ შეიძლება!", ხოლო შემდეგ მიიყვანეთ თავისივე "ბრჭყალების სალესთან". ექსტრემალური დასჯის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის სპრეი. როდესაც კატას "დანაშაულის ადგილზე" შეამჩნევთ, მიასხურეთ მას მცირე რაოდენობის წყალი, თუმცა, არ დაგავიწყდეთ მოფერებაც: ცხოველი ყოველთვის შეაქეთ სამაგალითო ქცევისთვის (საუკეთესოა, თუ ამ დროს მისთვის საყვარელ საკვებს მიაწვდით).

Zooclub

7. შეინარჩუნეთ მოთმინება და აიყვანეთ თავი ხელში. შინაური ბინადარი უსამართლოდ არასოდეს დასაჯოთ და არ გამოიყენოთ ძალა (ცემა, რაიმეს დარტყმა). დაიმახსოვრეთ, რომ კატას მხოლოდ მოთმინებით ასწავლით სწორ ქცევებს.

ასევე იხილეთ:

ახსოვს თუ არა კატას გაბრაზება?

როგორ შევძლოთ შინაური ცხოველების დამეგობრება?

კატების უცნაური ფენომენი, რომელსაც სპეციალისტები ვერ ხსნიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?