შინაური ცხოველების "საშინელი" ჩვევები
შინაური ცხოველების "საშინელი" ჩვევები
"კარგად მესმის, როდის რა სურს ჩემს ოთხფეხა მეგობარს!" - ხშირად გვსმენია მსგავსი ფრაზა შინაურ ცხოველთა მფლობელებისგან. ამასთანავე, ზოგჯერ გვგონია, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გამიზნულად იქცევიან ცუდად და გამოვყავართ მდგომარეობიდან, თუმცა, მათი საყვარელი გამოხედვა და ქცევები გაბრაზების საშუალებას არ გვაძლევს.

რატომ სვამენ კატები წყალს ყველგან, გარდა თავისი ჯამისა?

კატას  ხშირად შეამჩნევთ კომპოტის ქილასთან, ჩაის ჭიქასთან ან ონკანთან, სადაც თითოეული წვეთის ჩამოვარდნას  ელოდება. ამას არა მავნებლობისა და სიჯიუტის გამო აკეთებს, არამედ ეშინია, არ მოიწამლოს საკუთარი ჯამიდან დალეული წყლით.

Zooclub

მილიონი წლების მანძილზე, ველურ ბუნებაში კატის
საკვებს წარმოადგენდა სხვა მტაცებლის ან მის მიერ მონადირებული ცხოველი. კატას არ შეეძლო სცოდნოდა, რამდენ ხანს
იდებოდა მის მიერ მოპოვებული ლეში და მოხვდებოდა თუ არ მასში გამრავლებული მიკრობები უახლოეს წყალსაცავში.

იმ დროსაც კი, თუ კატას ახალი მონადირებული ჰყავს მსხვერპლი, ახალი სისხლი არ აუმჯობესებს წყლის გემოს, ამიტომ მტაცებელი არასოდეს სვამს წყალს იმ ადგილიდან, სადაც სადილობს.

რატომ "დაბაჯბაჯებენ"  ზღარბები ღამით?

ზღარბი ღამის ცხოველია და ძირითადად, დღის განმავლობაში სძინავს. ბუნაგიდან მხოლოდ შებინდებისას გამოდის და საკვებს ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ შინაურ ზღარბებს ყოველთვის აქვთ საკუთარი საკვები, საჭმლის მოძიებას სახლის სხვადასხვა კუთხეში მაინც ცდილობენ.

Zooclub

მონადირე ბუნება და ბიოლოგიური რითმა ზღარბს ვალდებულს ხდის, გაიღვიძოს ღამე და "გადაქექოს" სახლი მაშინაც კი, თუ არ არის მშიერი.

რატომ ურევს სახლს კატა?

ერთი რამ ზუსტად უნდა ითქვას - კატა არ არის მოუხერხებელი ცხოველი, რომ შემთხვევით რაღაც ჩამოაგდოს ან დააზიანოს.  თუ კატა დააზიანებს რაიმე ნივთს, შესაძლოა, ის რაიმეზე ნერვიულობს, ავად არის ან ყურადღების მიქცევას ცდილობს.

კატა ბუნებით ნერვიული ცხოველია, მისი წყობიდან გამოყვანა ნებისმიერ სიტუაციას შეუძლია. ამ შემთხვევაში მისი დასჯა არ არის რეკომენდირებული, რადგან სიტუაცია უფრო გაუარესდება.

Zooclub

ერთადერთი გამოსავალი: თქვენს შინაურ ბინადარს დაუთმეთ მეტი დრო, მიეცით თავისუფლება და მოეფერეთ. ასევე, ცოტა ხნით შეგიძლიათ მარტო დატოვოთ, რათა დამშვიდდეს.

რატომ ერჩიან ძაღლები კატებს?

Zooclub

ბუნებაში ძუძუმწოვარ მტაცებელთა ურთიერთობა ძალიან დაძაბულია: ძლიერი ცდილობს გაანადგუროს სუსტი.  ვეფხვი არასოდეს გაუშვებს შესაძლებლობას მოკლას მგელი ან მისი ნაშიერი.

რატომ დადიან ძაღლები ერთ ადგილას წრეზე, სანამ დაწვებიან?

Zooclub

მგელი და სხვა გარეული ძაღლები დაწოლამდე ერთ ადგილას წრეზე დადიან ორი მიზეზით: იმისთვის, რომ დაპრესონ ბალახი ან მიწის ქვეშ მყოფ ქვეწარმავალს თავის დაღწევისთვის დრო მისცენ, ხოლო შემდეგ თავად მოკალათდნენ. ეს ქცევა შინაურ ძაღლებში აზრს მოკლებულია, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ეს მათ გენებშია.

ასევე იხილეთ:

როგორ დავამშვიდოთ ლეკვი

დააკვირდით კატას - განიცდით თუ არა მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას?

10 მითი ცხოველებზე - რისიც ჩვენ დღემდე გვჯერა
'''''''''''''''''''''
ძილის წინ არა,მაგრამ კუჭის მოქმედების წინ კი წრეზე დადის ჩემი ძაღლი. და კიდევ,როცა ხვდება,რომ სახლიდან გავდივართ და მარტო რჩება,აუცილებლად მიაფსამს რამეს
fiso-gori
ჩემი კატები წყალს ყოველთვის ერთი დიდი თასიდან სვამენ, დილით და საღამოს ვუცვლი, ასეთი რამ არ შემიმჩნევია რაც აქ ითქვა, თუმცა ყოფილა შემთხვევა თასში წყალი აღარ იყო (დააქციეს ) და რუშიც დაულევიათ, ალბათ ყველა ინდივიდუალურია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?