როგორ შევძლოთ შინაური ცხოველების დამეგობრება?
როგორ შევძლოთ შინაური ცხოველების დამეგობრება?
როდესაც სახლში გყავთ  ცხოველი და მოგყავთ მეორე,  დასაწყისისთვის ჩნდება პრობლემა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ ორი შინაური ბინადრის დამეგობრება.

"ვინ არის ოჯახში  ლიდერი?"- ორ ცხოველს შორის ამ საკითხის გარკვევა გარდაუვალია. პირველ დღეებში პატრონმა მათ აუცილებლად უნდა დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება, რადგან მისი ავტორიტეტი მთავარია.

ძაღლი ხვდება ძაღლს

Zooclub

ამ დროს ეცადეთ, რომ ძაღლების პირველი შეხვედრა სეირნობისას მოხდეს. ბინაში პირველმა შეხვედრამ შესაძლოა, ცხოველების ურთიერთ  შეჩვევის პროცესი გაახანგრძლივოს. თუ გყავთ ასაკოვანი ძაღლი, რომელიც დიდი ხანია, თქვენთან ერთად ცხოვრობს, შეუნარჩუნეთ მას იერარქია:  ის "ხროვის" ლიდერად
უნდა დარჩეს. 

ამის გაკეთება შემდეგნაირად შეიძლება: თუ ორივე ძაღლი ერთმანეთის მიმართ აგრესიას ავლენს, პირველ რიგში,
ახალ ბინადარს მიეცით შენიშვნა, იმ დროსაც კი, თუ ჩხუბი მას არ დაუწყია.

ძველ "მეგობარს" პირველი მიეცით საკვები. ასევე, დაუთმეთ უფრო მეტი დრო.

კატა ხვდება კატას

Zooclub

კატებს ერთმანეთთან შესაჩვევად უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე ძაღლებს. პირველი დღე: დატოვეთ ისინი ერთ ოთახში, რათა თქვენ არყოფნაში კატებმა შეძლონ დისტანციის შენარჩუნება და შეეჩვიონ ერთმანეთის სუნს. დიდი ხნის ბინადარი კატა ფრთხილად შეუშვით იმ ოთახში, სადაც ახალი შინაური ცხოველი გყავთ და ყურადღება გადაიტანეთ თქვენს საქმეზე, ამგვარად მარტივი იქნება გადალახოთ აგრესიის უეცარი გამოვლენა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, შეგიძლიათ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ზოგჯერ (განსაკუთრებით ღამე) კატები ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოავლენენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ იმ დროს ჩაერიეთ, თუ ერთმანეთს ფიზიკურად შეეხებიან.

ძაღლი ხვდება კატას

Zooclub

ცხოველები გარკვეული პერიოდი ცალკე ოთახებში ამყოფეთ. ძაღლი დაიწყებს პატრონის მიმართ ეჭვიანობას, ამიტომ ცხოველების ერთმანეთთან გაცნობის პერიოდში, ძაღლი შეაქეთ კარგი ქცევისთვის, რათა აგრესია გადალახოს.

მათი გაცნობა შემდეგნაირად შეგიძლიათ: ძაღლი დაიჭირეთ სამბელით, ოჯახის წევრმა აიყვანოს ხელში კატა და ძაღლს მიუახლოვდეს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს ახალი ბინადრის სუნის აღქმა.

იზრუნეთ, რომ კატას ჰქონდეს სახლში  სამალავი, რათა აგრესიის შემთხვევაში ძაღლს დაემალოს (სიმაღლეზე გაკეთებული სახლი საუკეთესო გამოსავალია).

შენიშვნა: იშვიათია, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ძაღლთან ან კატასთან მიგყავთ ახალი ბინადარი და მათ შორის პირველი შეხვედრისთანავე იწყება მეგობრობა.

ასევე იხილეთ:

თუ კატა ასე იქცევა, ის რაღაც მნიშვნელოვანს გეუბნებათ

5 საშუალება, თუ როგორ უნდა გამოხატოთ თქვენი კატის მიმართ სიყვარული

ძაღლისა და ადამიანის მშვიდობიანი თანაცხოვრება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?