10 თამაში თქვენი კატისთვის
10 თამაში თქვენი კატისთვის
თამაშების საშუალებით შეიძლება თქვენი კატა სასარგებლო ბრძანებებსა და მხიარულ ილეთებს შეაჩვიოთ. თამაში დაგეხმარებათ ერთმანეთთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ასევე დაეხმარება თქვენს კატას უკეთ იურთიერთოს შინაურ ცხოველებთან.

ჩვეულებრივ, კატები თამაშების მხრივ კარგი გამომგონებლები არიან, მაგრამ ხანდახან მათი შემოქმედებითი პოტენციალი დამატებასა და სტიმულს საჭიროებს.

1. მაგიდის ჩოგბურთი მაგიდის გარეშე. მაგიდის ჩოგბურთის ბურთი შეიძლება მრავალი თამაშისთვის გამოვიყენოთ. ასეთი ბურთი მყარ ზედაპირთან შეხებისას სასაცილო ხმებს გამოსცემს, მსუბუქია და არც თქვენს კატას დააზიანებს, არც ავეჯს. თუ გრძელი შემოსასვლელი გაქვთ, აგორავეთ იქ ბურთი და დააკვირდით, როგორ ცდილობს კატა
ნის დაიჭიროს. თუ არ გაქვთ შემოსასვლელი, გააგორეთ ბურთი აბაზანაში, ან ნებისმიერ ხალიჩებიან ოთახში, სადაც საკმარისი
სივრცეა სამოძრაოდ.

2. ბურთი და ლაბირინთი. მაგიდის ჩოგბურთის ბურთი, ან სხვა შესაფერისი ზომის ბურთი, კვერცხის ქაღალდის ჩასადებში მოათავსეთ (სასურველია 10 ან 20 კვერცხიანი ჩასადები). გადააგორეთ ამ ჩასადებზე ბურთი და დააკვირდით, როგორ ეცდება თქვენი კატა იქიდან ბურთის ამოღებას.

3. ქაღალდის პაკეტით თამაში. აიღეთ ქაღალდის პაკეტი, სადაც ჩვეულებრივ ახვევენ ნაყიდ ნივთებსა და იატაკზე დადეთ, თან მასზე თითით აკაკუნეთ. როდესაც თქვენი კატა შიგნით შევა და დასასვენებლად მოეწყობა, დააკაკუნეთ ისე, რომ კატას პაკეტისადმი ინტერესი გაუღვივოთ. შეგიძლიათ, პაკეტში ქაღალდის ბურთი შეაგოროთ და დააკვირდეთ, თუ როგორც ეცდება კატა იქიდან ამ ქაღალდის ბურთის გამოტანას.

4. ლაზერის მაშუქით თამაში. აიღეთ ლაზერის მაშუქი და მისი შუქი კედელზე სწრაფად და არეულად გაატარეთ. დაუკვირდით, როგორ შეეცდება თქვენი კატა “მზის კურდღლის” დაჭერას. უკეთესი იქნება, თუ ოთახს ოდნავ ჩააბნელებთ, რომ მაშუქის სინათლე უფრო შესამჩნევი იყოს. ფრთხილად იყავით და არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ მაშუქის სინათლე კატის თვალებისკენ!

5. სამუშაო და თამაში. როდესაც სახლს ალაგებთ, მიიბით ლენტი ფეხზე. კატა ლენტს გამოეკიდება და თამაშს დაუწყებს, თქვენ კი ოთახში იმოძრავებთ. ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით არ დააბიჯოთ, ან არ დაეცეთ კატას.

6. ყუთებით თამაში. ერთმანეთს გადააბით რამოდენიმე სხვადასხვა ზომის მუყაოს ყუთი, საკმაოდ დიდები, რომ მათში თქვენი კატა ჩაეტიოს და იქ მოთავსება შეძლოს. ყუთზე ზევიდან და გვერდებიდან გააკეთეთ პატარა ნახვრეტი, რომ ამ ნახვრეტით კატა ყუთიდან ყუთში გადაძვრეს. ჩააგდეთ ერთ-ერთ ყუთში მაგიდის ჩოგბურთის ბურთი და დააკვირდით, როგორ ეცდება კატა მის დაჭერას.

7. ლენტი და ხალიჩა. ლენტი ხალიჩის ქვემოდან ისე გააბით, რომ ლენტის ერთი ბოლოს საკმაოდ დიდი ნაწილი ხალიჩის მეორე მხარეს ჩანდეს. გამოსწიეთ ლენტა თქვენკენ და დააკვირდით, როგორ ეცდება კატა მასზე ნადირობას.

8. განძის ძებნა. მაღაზიაში კატებისთვის განკუთვნილი სპეციალური თავსატეხი-სათამაშო იყიდეთ. მის შიგნით ნებისმიერი სასუსნავი ჩადეთ და დააკვირდით, როგორ ეცდება კატა მის ამოღებას. ასეთი სათამაშოს გაკეთბას თავადაც შეძლებთ ძველი ხელთათმანებით, რომლის ერთ-ერთ თითშიც სასუსნავს დამალავთ და მათ ერთმანეთზე გადაკვანძავთ. ეს სათამაშო შეგიძლიათ დამალოთ სახლში და დააკვირდეთ, თუ როგორ ეძებს თქვენი კატა მას.

9. კატა-თაგვობანა. იყიდეთ მაღაზიაში საბავშვო სათამაშო - დასაქოქი თაგუნა ან ვირთხა, დაქოქეთ და გაუშვით ისე, რომ იატაკზე “ირბინოს”. თან დააკვირდით, თუ როგორ ნადირობს კატა მასზე.

10. თევზაობა. თქვენი კატის ერთ-ერთ საყვარელ სათამაშოდ იქცევა “ანკესი”, რომლის დამზადებასაც თავად შეძლებთ ჯოხისა და სატყუარასგან, რომლის მაგივრადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ საშუალო ზომის სათამაშო. ასევე, თქვენი კატის უსაყვარლესი სასუსნავი. შეგიძლიათ ანკესის მეშვეობით ადგილიდანვე მართოთ სატყუარა. თქვენი კატა მის დაჭერას ეცდება.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?