ონლაინ ზოომარკეტი "ზოოკლუბი" კიდევ ერთ ფოტოკონკურსს იწყებს
ონლაინ ზოომარკეტი "ზოოკლუბი" კიდევ ერთ ფოტოკონკურსს იწყებს
ონლაინ ზოომარკეტი "ზოოკლუბი" კიდევ ერთ ფოტოკონკურსს იწყებს, ამჯერად მხოლოდ ფისოებისთვის.
კონკურსს ერთი გამარჯვებული ეყოლება. გაიმარჯვებს საკონკურსო ფოტო, რომელიც ყველაზე მეტ ხმას (ლაიქს) დააგროვებს.

"მომხმარებელმა, რომელიც თვალს ადევნებს ჩვენს გვერდსა და საიტს, მეტნაკლებად იცის თუ რა სიხშირით ვეწევით მსგავსი ტიპის აქტივობებს. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ კონკურსი “ჩემი ოთხფეხა მეგობარი”, რომელსაც ორი უსაყვარლესი გამარჯვებული ჰყავს. იმედი გვაქვს, კონკურსი ფისოებისთვისაც ისეთივე აქტიური იქნება", - განაცხადა “ზოოკლუბის” პროექტის მენეჯერმა ქრისტინე პახომოვამ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ზოოკლუბის ფეისბუქზე უნდა გამოგზავნონ ფისოს ორიგინალური ან უბრალოდ მათთვის
სასურველი ფოტო. მიუთითეთ ფისოს სახელი, სქესი და ასაკი მეპატრონის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო
ფოტოების მიღება და გვერდზე განთავსება დასრულდება 2 მარტს, 18:00 საათზე; ხმის მიცემა დასრულდება 5 მარტს, 15:00 საათზე; გამარჯვებული გამოვლინდება 5 მარტს, 16:00 საათზე.


კონკურსის გამარჯვებულს კომპანია "დიბაქ საქართველო" სპეციალურად მისთვის შერჩეული პრიზით დაასაჩუქრებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?