მას დიგგერი ქვია. ის წინა თვეს აღმოაჩინეს შოტლანდიის ერთ-ერთ ძველ ეკლესიაში, რომელიც უნდა დაენგრიათ. მუშებმა ის ნანგრევების ქვეშ იპოვეს. კნუტი მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ შეუპოვრად იბრძოდა სიცოცხლისთვის.
მუშებმა გამოიზახეს Animals In Need-ის მოხალისე ბრანდი ნიკერსონი, რომელმაც კნუტი სასწრაფოდ ვეტკლინიკაში წაიყვანა.
“დიგგერს უკანა თათის მოტეხილობა ჰქონდა. მეორე უკანა ფეხზე ორ თითზე ტყავი ჰქონდა ამძვრალი. ასევე საშინელ მდგომარეობაში იყო მისი წინა თათები. ამ პატარამ ბევრი გადაიტანა, არადა ის მხოლოდ 1 თვის იქნება, - დაწერეს
კნუტს ციცქნა თაბაშირი და ბანდაჟი მოარგეს, რომ თათები მალე და კარგად შეხორცებოდა, თუმცა, მისი ჭრილობები ისეთი მძიმე იყო, რომ მათ მოშუშებას თვეებიც კი დასჭირდებოდა.
ადამიანების მზრუნველობით დიგერი მალე გამოკეთდა. ერთ თვეში ის უკვე თავისუფლად დარბოდა.
მალე ჯგუფმა გამოაცხადა, რომ კნუტმა, რომლიც სიცოცხლეც ასე რთულად დაიწყო, თავისი მუდმივი სახლი, სითბო, სიყვარული და ბედნიერება იპოვა.