ფერმერმა სირაქლემას 4 კვერცხი გასამრავლებლად იყიდა და აი, რა გამოვიდა
ფერმერმა სირაქლემას 4 კვერცხი გასამრავლებლად იყიდა და აი, რა გამოვიდა
ჯორჯ ოსგუდი არა ერთი წელია, ფერმერულ საქმიანობას ეწევა, კერძოდ კი, ქათმების მოშენებითაა დაკავებული. ერთ დღეს ინტერნეტ მაღაზიაში სირაქლემას კვერცხი აღმოაჩინა. გამყიდველის აზრით, შანსი იმისა, რომ სირაქლემას კვერცხი ნაყოფიერი აღმოჩნდეს 50%-ს შეადგენდა. ჯორჯმა 4 ცალი იმ იმედით შეიძინა, რომ რამდენიმე კვერცხიდან პატარა ემუ გამოიჩეკებოდა.

ემუს კვერცხი დაახლოებით 14-ჯერ დიდია ქათმის კვერცხზე.

სამწუხაროდ, ნაყოფიერი მხოლოდ ერთი კვერცხი აღმოჩნდა.

Zooclub

ფრინველი ძალიან სუსტი დაიბადა. ჯორჯმა არ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა ის. პატარა სირაქლემამ ნაჭუჭიდან დამოუკიდებლად ამოძრომაც კი ვერ შეძლო.

ფერმერმა შესაძლოა, ყველა საჭირო ინკუბაციის პირობა ვერ შეასრულა, მას
არ ჰქონდა გამოცდილება.

ერთი კვირის შემდეგ, ფრინველი მოძლიერდა.

Zooclub

მას პოლა დაარქვეს - მოგვიანებით კი გაირკვა,
რომ ის მდედრია. ეს ფოტო პოლოს დაბადებიდან 2 კვირის შემდეგაა გადაღებული.

Zooclub


ჯორჯი რამდენიმე დღით სხვა ქალაქში უნდა წასულიყო, თუმცა, ემუ მარტო ვერ დატოვა და თან გაიყოლა. ერთობლივი მოგზაურობა პოლასთვის მარტივი არ აღმოჩნდა.

Zooclub

6 კვირის პოლა

Zooclub

თავისა და კისრის ბუმბულის შეფერილობა შეიცვალა.

Zooclub

სირაქლემას მძიმე ბაქტერიული ინფექცია დაემართა.

Zooclub

ფრინველი იმდენად ცუდად იყო, რომ გადაადგილება უჭირდა, არ სვამდა და არც ჭამდა. ფერმერმა ის გამოცდილ ვეტერინართან წაიყვანა. სპეციალისტმა პატრონი ვერ დააიმედა - მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ორი კვირის შემდეგ, ყველას გასაკვირად, ფრინველმა დაავადება დაძლია.

Zooclub

პოლა ქათმებთან მეგობრობს, სწორედ მათთან ატარებს იგი მთელ დღეებს.

Zooclub

პატარა სირაქლემას საკუთარი თავის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ შეუძლია. მას ვერ გაუგია ქათამია, ძაღლი თუ ადამიანი.

Zooclub

ფრინველი შესამჩნევად გაიზარდა, მაგრამ ზომით თავის მაქსიმუმს ერთი წლის ასაკში მიაღწევს. 

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

ფრანგმა მხატვარმა-აქციონისტმა წიწილა გამოჩეკა

გოგონამ მწყრის კვერცხი იყიდა და ინტერესისთვის თავის თუთიყუშს გალიაში დაუდო

ახალგაზრდა კაცმა თავის ბაღში უცნაური კვერცხები იპოვა... უეცრად ერთი კვერცხი გაიბზარა და...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?