ჟურნალისტმა გარეული ფრინველი გადაარჩინა, მაგრამ მალე თავისი გადაწყვეტილება ინანა
ჟურნალისტმა გარეული ფრინველი გადაარჩინა, მაგრამ მალე თავისი გადაწყვეტილება ინანა
BBC-ის ჟურნალისტი, მედ გრაველინგი ოქსფორდშირის სამეფოსკენ (ინგლისი) ავტომობილით მიდიოდა, როდესაც გზაზე დაშავებული წითელკუდა ქორი შეამჩნია. მამაკაცმა ფრინველი აიყვანა და მგზავრის სავარძელზე დასვა.

რამდენიმე წუთში პატარა არსება გონზე მოვიდა და მანქანის სალონის დაზიანება დაიწყო.

Zooclub

"დაახლოებით 15 წუთში ფრინველმა თვალები გაახილა და ფრთები გაშალა...

უეცრად ის ჩემს მხარზე ამოცოცდა და სახეზე დაჟინებით მაკვირდებოდა", - ამბობს ჟურნალისტი.

მამაკაცი მიხვდა, რომ ამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ვერ შეძლებდა. მან სალონი დატოვა და  ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებას დაუკავშირდა.

Zooclub

სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე 3 საათის შემდეგ მივიდნენ და ფრინველი ვეტერინარულ კლინიკაში
წაიყვანეს.

Zooclub

მოლოდინის პერიოდში ქორმა მანქანაში ნამდვილი აურზაური მოაწყო. ჟურნალისტმა მისი გაშვება ვერ შეძლო, რადგან ფრინველს
სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

"მას ერთი თვალი დარტყმის შედეგად ტრავმირებული ჰქონდა. ამ მიზეზით შესაძლოა ის მომკვდარიყო: ქორისთვის, ნადირობის დროს,  აუცილებელია  სრულყოფილი მხედველობა", - ამბობს სპეციალისტი, რომელმაც გარეულ ფრინველს დახმარება გაუწია.

წყარო: independent

ასევე იხილეთ:

მაშველებმა გადაარჩინეს ორი თუთიყუში, რომლებიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ

მამაკაცმა მომაკვდავი ფრინველი გაყინული ტბიდან ამოიყვანა

ერთმანეთზე უცნაურად გადაბმული გედები კეთილმა ადამიანებმა სიკვდილს გადაარჩინეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?