მაშველებმა გადაარჩინეს ორი თუთიყუში, რომლებიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ
მაშველებმა გადაარჩინეს ორი თუთიყუში, რომლებიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ
სახანძრო სამსახური, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, უცნაური ფაქტის მომსწრე გახდა. მათ ცეცხლმოკიდებული სახლიდან შემოესმათ სიტყვები: დაგვეხმარეთ (Help!), ცეცხლი (Fire!). ისინი ვერც კი წამოიდგენდნენ, ვინ ითხოვდა შველას.

ინციდენტი მოხდა აშშ-ს შტატ აიდაჰოში, სადაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სამაშველო სამსახური ოპერატიულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სახლიდან ვიღაც დახმარებას ითხოვდა. მაშველებს ადამიანები ეგონათ და სახლში შევიდნენ, თუმცა, ცეცხლმოკიდებულ შენობაში დახვდათ ორი მოლაპარაკე თუთიყუში, რომლებიც დასახმარებლად ადამიანებს ეძახდნენ.

მაშველებმა თუთიყუშები გამოიყვანეს, აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ვეტერინართან წაიყვანეს. ექიმის თქმით, ის ფრინველების გადასარჩენად ყველაფერს იღონებს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით
დაუდგენელია, თუთიყუშები სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ:

ხანძრის დროს დედა ძაღლმა 9 ლეკვი გადაარჩინა

გადამწვარი სახლის
დათვალიერების დროს მაშველებმა რაღაც მოულოდნელი აღმოაჩინეს


მეხანძრემ ცეცხლმოკიდებული სახლიდან მომაკვდავი ძაღლები გამოიყვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?