ვინმეს ოდესმე გინახავთ ფლამინგოს ბარტყი?
ვინმეს ოდესმე გინახავთ ფლამინგოს ბარტყი?
ჩვენ ვიპოვეთ ამ უმშვენიერესი ფრინველის უსაყვარლესი ბარტყების ფოტოები და ახლა ამ საოცრებას თქვენც გაგიზიარებთ!

დიდი ფრინველების ვარდისფერი შეფერილობა იხსნება საკვებით, რომელსაც ისინი მიირთმევენ. საკვები კაროტინოიდით მდიდარია, რაც ბუმბულს ვარდისფერ-ნარინჯისფრად ღებავს და წითლადაც კი. პატარა ფლამინგოს ჯერ კაროტინოიდი აკლია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის ნამდვილი ფლამინგოა!

ამ ფრინველებს ერთ ფეხზე შეუძლიათ დგომა და ძილი. ზოოლოგები ამ დრომდე ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე, თუ რატომ იქცევიან ისინი ასე. ერთ-ერთი მთავარი ვერსია ისაა, რომ ფლამინგოები ამგვარად სითბოს ინახავენ. ყველაზე ხშირად ფრინველები ცალ ფეხზე არა ხმელეთზე,
არამედ წყალში დგანან, იმიტომ რომ გამდინარე წყალი უფრო აციებს ორგანიზმს, ვიდრე ჰაერი. ამასთან, ფლამინგოები ცალ ფეხზე
დგომისას ფეხს იცვლიან.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?