error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/eed84e45c133a1831f181359002bff2e.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რატომ არ უნდა აიყვანოთ ნაპოვნი ბარტყი
რატომ არ უნდა აიყვანოთ ნაპოვნი ბარტყი
დადგა ზაფხული და ფრინველებს ბარტყობის პერიოდი დაუდგათ. თუმცა, ყველა ფრინველი ვერ ახერხებს ბოლომდე შეინარჩუნოს ბარტყები: ზოგი დაბადებისთანავე იხოცება, ზოგი უკვე მოზარდ ასაკში კვდება. თუ მიზეზი ბუნებრივია, ამას კიდევ შეიძლება შეურიგდეს, მაგრამ როდესაც ამის მიზეზი ადამიანია - ყველაფერი ბევრად ცუდია. და ორმაგად ცუდია, როდესაც მას “უნდოდა, რომ უკეთესად ყოფილიყო”.

ივნისში, ივლისის დასაწყისში პარკში ან ბილიკებზე, სიმწვანეში ხშირად შეიძლება შეამჩნიოთ ყვითელნისკარტა ბარტყი მოკლე ფრთებითა და კუდით. იგი გარშემომყოფებში იწვევს გადარჩენისა და უხეში გარემოსგან დაცვის სურვილს.
ხშირად გამვლელები იყვანენ ასეთ ბარტყებს, რომ სახლში
გამოკვებონ და ამ შემთხვევაში ბარტყები, უმეტესად იღუპებიან, იმიტომ რომ ასეთი “გადარჩენილი” ბარტყების გამოკვება პროფესიონალებისთვისაც კი
ძნელია, მითუმეტეს - ადამიანისთვის, რომელიც ფრინველებს კარგად არ იცნობს.

ამიტომ, თუ ბარტყი შეამჩნიეთ - გვერდი აუარეთ. არ არის საჭირო მისთვის ხელის ხლება, აყვანა და სახლში წაყვანა. მშობლებს ის არ მიუტოვებიათ, ისინი ახლოს არიან და ზრუნავებ ბარტყზე, თუმცა, თქვენ მათ შეიძლება ვერ ხედავდეთ.

ბარტყები ჩიტების შვილები არიან და მშობლები მათ ბევრად უკეთ ასწავლიან, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი! თუ ბარტყი მოსიარულეთა გზაზე გამოვიდა ან მას ძაღლები დაესხდნენ თავს - იგი შეგიძლიათ ცოტა მაღლა, უახლოეს ტოტზე ან ბუჩქზე გადასვათ და ამის შემდეგ მალე დატოვოთ ეს ადგილი.
გთავაზობთ ქალაქგარეთ ან ტყეში მოქცევის რამოდენიმე წესს, რამაც შეიძლება უამრავი ფრინველის სიცოცხლე გადაარჩინოს.

ბარტყობის პერიოდში თავი შეიკავეთ ძაღლის უსაბელოდ სეირნობაზე ნებისმიერ გამწვანებულ ადგილას.
ბუნებაში გასვლის დროს უარი თქვით ხმამაღალ მუსიკაზე, გააჩუმეთ რადიომიმღებები და მაგნიტოფონები.
ბუჩქებისა და ხეების გასხვლა ცოტა გვიან პერიოდში გადაიტანეთ.
თავი შეიკავეთ ჩიტის ბუდედ გამოსაყენებელი ძველი ნივთების დაშლისგან. ეს დროებითია, სანამ ფრინველები ბუდეს არ დატოვებენ.
თუ ბუდე იპოვეთ, შეაკავეთ თქვენი ცნობისმოყვარეობა და მალე და ჩუმად დატოვეთ იქაურობა, რომ არ დააფრთხოთ ბარტყების მშობლები და არ მიიზიდოთ უნებურად მტაცებლები.

მოდით, ყველაზე ხშირ შეცდომებზე შევჩერდეთ.
ახლა გადავარჩენ, მერე კი ვნახოთ..

ბევრ ადამიანს “საწყალი” ცხოველის დანახვისას სრულიად ნორმალური ადამიანური რეაქია უჩნდება - გადარჩენის სურვილი. მაგრამ იმ წუთს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბარტყის მომავალზე უკვე თქვენ პირადად იღებთ პასუხისმგებლობას.

შეცდომა 1. - ჩიტები ჭამენ პურს, მარცვლეულსა და ჭიაყელებს - მათი დაპურება არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

ჩვენს ქვეყანაში ფრინველის რამოდენიმე ათასი სახეობაა. ყოველი მათგანი თავისებურებებით გამოირჩევა, მათ შრის კვებით. ზოგი ჩიტი მარცვლეულს ჭამს, ზოგი მწერებს, ზოგი მტაცებელია და ა.შ. ყველა სახეობა გარკვეულ დიეტას საჭიროებს. ადამიანის საკვები უმეტესი ფრინვეისთვის იმდენად მავნებელია, რომ დიდ ზიანს აყენებს, განსაკუთრებით ბარტყებს: გსმენიათ “ჩიტის რძის” შესახებ? ის მართლა არსებობს - მშობლები მათ აჭმევენ თავის გადაღეჭილ-გადამუშავებულ საკვებს, რომელიც სავსეა ფერმენტებითა და სხვა მათთვის სასარგებლო ნივთიერებებით. ამაზე პირდაპირაა დამოკიდებული ბარტყის სიცოცხლე.

შეცდომა 2. ნაპოვნი ბარტყი შეიძლება სადმე მოაწყო..

ველური ფრინველის ყოლა ძალიან რთულია და ხარჯიანი. გამოცდილი მოყვარულები, რომლებსაც სახლში ფრინველები ჰყავთ და ერკვევიან, ძალიან ფრთხილად წყვეტენ მსგავს საკითხს, ამიტომ ცოტა თუ დათანხმდება ახალი ბინადრის მოულოდნელ მიკედლებაზე.
ზოოპარკები, ვეტკლინიკები და სხვა დაწესებულებები ვერ აუდიან სეზონურ შემოტევას და ფრინველების აყვანას ერიდებიან. ამასთან, მცოდნე სპეციალისტი (ორინტოლოგი) ჩვენთან ძალიან ცოტაა, ამიტომ ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ. კონსულტაციის მიღება შეიძლება, მაგრამ საკვები, პრეპარატები, და რაც მთავარია დრო და ყურადღება - მხოლოდ თქვენია.

იპოვეთ ბარტყი - გვერდი აუარეთ!

თუ იპოვეთ ფრინველი და თვლით, რომ მას საშიშროება ემუქრება, პირველი და უმთავრესი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ნამდვილად დარწმუნდეთ, რომ ფრინველი (ბარტყი) მართლაც საფრთხეშია.

შეცდომა 3. ბარტყს მიწაზე საფრთხე ემუქრება.

ბარტყების ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ბუდიდან გაფრენის შემდეგ კიდევ რამოდენიმე ხანი ისინი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მშობლები მათ აჭმევენ, იცავენ მტრებისგან, პატარების გარემო პირობებთან შეგუება ბუნებრივი გზით ხდება. ამასთან, ბარტყი სწავლობს ფრენას, ბუმბულით ბოლომდე არ არის შემოსილი კუნთები ვარჯიშდება. უცებ გამოჩნდებით თქვენ და, რა თქმა უნდა, გადაარჩენთ… მშობლები რჩებიან დამწუხრებულები, რადგან მათი ბარტყი, რომელიც მშვიდად იჯდა ბალახში და ელოდა ჭიაყელას უეცრად გაქრა.
არსებობს სხვა სიტუაციაც - გაფრენა დადგენილ დროზე ადრე ხდება, მაგალითად, როდესაც ბუდეს ქარი ანგრევს და სხვ. მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება და ასეთ დროსაც კი მშობლები არ ტოვებენ ბარტყებს მეთვალყურეობის გარეშე.

როგორ გავარკვიოთ სჭირდება თუ არა ბარტყს დახმარება?

თუ ადამიანისთვის უცნობია ცხოველებისა და ფრინველების სამყარო, ხან ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანები მათ მოქმედებას სხვანაირად იგებენ, რის შედეგადაც ადამიანი მოქმედებს ძრითადად თვისი წარმოდგენებით, ვიდრე რეალური სიტუაციიდან ან ბიოლოგიის ცოდნიდან გამომდინარე.

შეცდომა 4. ფრინველი უცნაურად იქცევა.

ბუნებაში სხვადასხვა სახეობის ფრინველები სრულიად სხვანაირად რეაგირებენ საშიშროებასთან შეხვედრის დროს, მათ შორის ადამიანთან შეხვედრისას. გაქცევა დამალვა, დამუქრების პოზა - ეს არასრული ჩამონათვალია ფრინველების ქცევისა სხვა სულიერის დანახვისას. ის, ვინც არასოდეს შეხვედრია მსგავს გამოვლინებებს, ბარტყის ინსტინქტური ქცევა შეიძლება სულ სხვანაირად ახსნას. ამის გარკვევა შეიძლება მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შედეგად, ამიტომ უცნობმა არ უნდა დაგაფრთხოთ და არ უნდა იქცეს მოქმედების სტიმულად, მითუმეტეს “გადარჩენის”.
როგორ გავარჩიოთ ჯანმრთელი ფრინველი ავადმყოფისგან? პირველ რიგში, შეიძლება გვერდით ჩავუაროთ იმ ფიქრით, რომ ბუნებას თავისი კანონები აქვს და მათში თქვენ არ ჩაერევით. მაგრამ თუ კი მაინც გადაწყვეტთ იმაში დარწმუნებას, რომ ყველაფერი წესრიგშია, სჯობს, გაეცალოთ მაქსიმალურად შორ ტერიტორიაზე და მოთმინება მოიკრიბოთ. მხოლოდ დაკვირვებამ შეიძლება გაგარკვიოთ იმაში, თუ რა ხდება სინამდვილეში. შესაძლოა, მოგიწიოთ ლოდინი. შეიძლება დიდი ხანიც ელოდოთ - ნახევარი საათი, ერთი საათი, ან მეტიც. ლოდინის ჯილდოდ შეიძლება იქცეს ბარტყის მშობლების გამოჩენა და ბარტყზე ბუნებრივ არეალში დაკვირვება. თუ მისი მშობლები გამოჩნდნენ (თუნდაც შორ მანძილზე, რადგან ისინი არ მიუახლოვდებიან ბარტყს თუ თქვენ გხედავენ), მაშინ ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ ბუები მაგალითად თავის ბარტყებს ღამით, რამოდენიმეჯერ კვებავენ, ამიტომ ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დამადასტურებლად შეიძლება მისი ჯანმრთელი შეხედულება გამოდგეს - როდესაც ის კარგად დადის ან კარგად ჭიკჭიკებს და ა.შ.

შეცდომა 5. მას არ შეუძლია ფრენა.

რა თქმა უნდა, არ შეუძლია - ის ხომ ბარტყია! როგორც ზემოთ ვთქვით, პატარა ბარტყები ხშირად ბუდეს მაშინ ტოვებენ, როდესაც ჯერ კიდევ კარგად ვერ დაფრინავენ. ბარტყებს ძლიერი ფეხები აქვთ, რომლებიც მათ ტოტებზე გადაადგილებაში ეხმარებათ. მათი ბუმბული ჯერ კიდევ იზრდება, კუნთები საჭირო ძალით ივსება. ყველაფერი წესრიგშია და არ ღირს ამაზე ნერვიულობა.


ტეგები
ავთო
ყოჩაღ ავტორო! შესანიშნავი, ქართული ინტერნეტისთვის უჩვეულო კარგი სტატიაა!
ცისო.
მინდა გითხრათ , ერთი კვირის წინ შუა ტროტუარზე მერცხალი ვნახე, გამიკვირდა მეგონა დაჭრილი იყო, ავიყვანე, არაფერი ჭირდა, წაკითხული მქონდა, რომ მერცხლები მიწიდან ვერ ფრინდებიანო,/ეს წინა დღეს მქონდა წაკითხული/ და მართლაც ავისროლე ზემოთ და გაფრინდა ისე ლამაზად. მე კი გამიხარდა რომ ერთი პატარა არსება გადავარჩინე...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?