თუ კარგად დააკვირდებით, ამ ფოტოზე რაღაც წარმოუდგენელი ხდება
თუ კარგად დააკვირდებით, ამ ფოტოზე რაღაც წარმოუდგენელი ხდება
"სამხრეთ ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში მდებარე ბეითორნის პარკში დამსვენებლები უცნაური ფაქტის მომსწრენი გახდნენ. მათ ტბის ნაპირას რამდენიმე იხვი შენიშნეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი წყალში ცურავდა. აქ განსაკუთრებული არაფერია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - ტბაში მოცურავე იხვს თავში დანა ჰქონდა ჩარჭობილი", - წერს "dailymail"-ი.

Zooclub

ამ ფაქტმა თვითმხილველებში შოკი გამოიწვია და სანამ დახმარებას გამოიძახებდნენ, იხვს რამდენიმე ფოტოც გადაუღეს. შემთხვევის ადგილზე მაშველებთან ერთად ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია (RSPCA) მივიდა, თუმცა, იხვის პოვნა ვერ შეძლეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ფრინველს სამედიცინო დახმარებას დროულად აღმოუჩენდნენ.

"მაშველები ჩვენთან ერთად
განაგრძობენ იხვის ძებნას, თუმცა, მას შემდეგ ფრინველი პარკის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა. პარკის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებიც
გავაფრთხილეთ, თუ ტერიტორიაზე გამოჩნდება იხვი, რომელსაც თავში დანა აქვს ჩარჭობილი, აუცილებლად შეგვატყობინონ", - წერს საკუთარ პორტალზე ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია.

Zooclub

სიტუაცია მართლაც რომ წარმოუდგენელია, თუმცა, არაერთმა ადამიანმა ჩათვალა, რომ RSPCA-ის Facebook-ზე გავრცელებული ფოტოები მონტაჟი იყო.

Zooclub

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის  თქმით, ფოტოები ნამდვილია და ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში ადგილობრივ მოქალაქეებს დაკავშირებას თხოვენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ადამიანი, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, დაისჯება, რაც ოთხი წლით პატიმრობას ან 50 000$ ოდენობით ჯარიმას გულისხმობს.

ასევე იხილეთ:

მამა-შვილი ქალქაგარეთ მოტოცილებით სეირნობდნენ, როდესაც ამ ფაქტის მომსწრენი გახდნენ

რამდენიმე ათეული პლასტიკატის ბოთლს კონფისკაცია გაუკეთეს.. მებაჟეებმა შემზარავი რამ იხილეს...


პოლიციელებმა გადაარჩინეს ლეკვი, რომელიც ავტომობილის ფანჯარაზე ეკიდა
@
ამის ჩამდენი ადამიანსაც ადვილად გაიმეტებს.საცოდავი იხვი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?