მამა-შვილი ქალქაგარეთ მოტოცილებით სეირნობდნენ, როდესაც ამ ფაქტის მომსწრენი გახდნენ
მამა-შვილი ქალქაგარეთ მოტოცილებით სეირნობდნენ, როდესაც ამ ფაქტის მომსწრენი გახდნენ
არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ცხოველებზე, ასევე ვხვდებით ადამინებს, რომლებიც გულგრილნი არიან მათ მიმართ, მაგრამ  არასოდეს უფქირიათ ცხოველისათვის ზიანის მიყენება, თუმცა როგორია ის ადამიანი, რომელიც ძაღლს პატარა ჩაკეტილ კონტეინერში დატოვებს, ეს თავად განსაჯეთ. 

ზოგიერთი ადამიანი სახლში გაზრდილ ცხოველს ქუჩაში უმოწყალოდ აგდებს. მათ არ იციან ქუჩის ცხოვრების წესი, არც საკვების შოვნა და უმეტეს შემთხვევაში, ქუჩაში თავიანთ სიცოცხლეს უპატრონოდ ასრულებენ.

ერთ დღეს ბრედ იუნინგერმა, თავის ვაჟთან ერთად, გადაწყვიტა ქალაქგარეთ, არკანზასის მახობლად, მოტოციკლით გასეირნება. მათ გზის სიახლოვეს ცხოველისთვის განკუთვნილი კონტერინერი შენიშნეს. მამაკაცებმა გააჩერეს მოტოციკლები და უცნაურ ყუთს მიუახლოვნენ. რაც მათ იხილეს,
გულგრილს არავის დატოვებდა.

კონტეინერის ერთი მხარე დაზიანებული იყო, თითქოს ვიღაც ცდილობდა თავის დახსნას და კონტეინერს
შიგნიდან გლეჯდა.

Zooclub

მათ სასწრაფოდ გახსნეს გალია და  გასაცოდავებული ძაღლი იპოვეს. ეს საშინელი სანახავი იყო, შიდა მხარე ფეკალიებით იყო გასვრილი და ცხოველს მოძრაობაც კი არ შეეძლო. ნათელი იყო, რომ ძაღლმა ასეთ სიმჭიდროვეში რამდენიმე დღე გაატარა.
მამა-შვილმა მშიერ ცხოველს ცოტა მშრალი საკვები დაუყარა, გასაცოდავებული ძაღლი ხარბად ჭამდა მას.

Zooclub

ოჯახმა გარკვეული პერიოდი დატოვა ძაღლი, რომ მანქანით დაბრუნებულიყო მის წასაყვანად. ისინი მალევე დაბრუნდნენ და საცოდავი ცხოველი სამუდამოდ წაიყვანეს სახლში.

Zooclub

როგორც კი ძაღლი ჩასვეს მანქანაში, მადლიერების ნიშნად, მან ადამიანებს ლოკვა დაუწყო. მიხვდა, რომ ის სამშვიდობოს იყო.

Zooclub

სახლში მიყვანილი ძაღლი დაბანეს. ბანაობის პროცეში შეამჩნიეს, რომ ფრჩხილები იმდენად დიდი ჰქონდა, ის თათებში იყო შეზრდილი. ჩარლი ბრავო, როგორც მას ახალმა ოჯახმა დაარქვა, სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანეს. საცოდავ ძაღლს გადაადგილებაც კი უჭირდა.

Zooclub

ვეტერინარის თქმით, ჩარლი დაახლოებით 8 თვის იქნებოდა. როგორც ჩანდა, ის საკმაოდ დიდ ხანს იყო ჩაკეტილი გალიაში. 

Zooclub

ჩარლის სულისშემძვრელი ამბავი ინტერნეტით მალევე გავრცელდა. მისი გულშემატკივრები ძაღლის გამოჯანმრთელებისთვის თანხას არ იშურებდნენ. საბოლოოდ, თანხა, რომელიც ძაღლის მკურნალობისთვის შეგროვდა, ოჯახმა ადგილობრივ თავშესაფარში გადარიცხა.

Zooclub

დღეს ჩარლისთან ერთად მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს კიდევ ოთხი ძაღლი, რომლებიც მის მსგავსად, ქუჩიდან არიან აყვანილები. იუნინგერების ოჯახი ცხოველთა თავშესაფრის გაკეთებაზეც კი ფიქრობს.

Zooclub

თავშესაფარს სახელიც  მოუფიქრეს, მას "ჩარლის ანგელოზებს" დაარქმევენ.

Zooclub

დიდი ბედნიერებაა, რომ მსგავსი ადამიანები კიდევ არსებობენ და ჩარლი ბრავოსა და მის მსგავს გასაცოდავებულ ცხოველებს სიყვარულს და სითბოს ჩუქნიან.

ასევე იხილეთ:

კაცმა ტყეში ხელნაკეთი კარავი ნახა. ის, რაც შიგნით დახვდა, ენით ვერ აღიწერება

მამაკაცს თავიდან თოვლის გროვა ეგონა, მაგრამ როცა მიუახლოვდა...

მამა-შვილმა ტყის პირას ყუთი შენიშნეს...


გურამი
გაიხაროს ბრედ იუნინგერმა და მისმა ოჯახმა. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ცხოველების სახლში ყოლის მომხრე არა ვარ, თუმცა იმასაც ვადასტურებ, რომ უპატრონო შინაური ცხოველებზე ზრუნვა შეძლებისდაგვარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
ქეთი
ღმერთო,დალოცე და გაამრავლე ყველა კეთილი ადამიანი!
mariami
მართლად ვერ წაიკითხავ ამ ყველაფერს უცრემლოდ..და დღეს კი საკრებულო განიხილავდა მატი დახოცვის შესახებ კანონპროექტს,სადაც საუბარია იარაგებით ქუჩაში ცხოველების ჩახოცვაზე,ადამიანები შეიძლება უფრო განვითარებულები არიან ცხოველებზე მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაში არა...4აპრილს იმართება აქცია ცხოველთა დაცვისთვის,2საათზე რუსთაველის მეტროსთან.. :) შემოგვიერთდით ერთად დავიცვათ ჩვენი მეგობრები!...
111
ბებე: არ ვართ :)
bebe
ადამიანს მოეთხოვება სიყვარული, მეგობრობა, სითბო, კეთილშობილება, მოყვასის გატანა, გასაჭირში არ მიტოვება... ყველა ესთვისება ცხოველებს უფრო მეტად აქვთ, ვიდრე ადამიანებს.გამაგებინეთ ჩვენ რატომ ვართ მათზე უფრო მაღლა მდგომები და უფრო განვითარებულები?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?