უგულობა! - პატრონმა თუთიყუში ახალი შეყვარებულის გამო მოიცილა (+ფოტო)
უგულობა! - პატრონმა თუთიყუში ახალი შეყვარებულის გამო მოიცილა (+ფოტო)
თუთიყუშს 17 წლის განმავლობაში სიხარული შეჰქონდა სახლში, თუმცა, პატრონმა ის მხოლოდ იმიტომ მოიცილა, რომ ახალი მეგობარი გაიჩინა.


17 წლის თუთიყუშს ბენჯის სრულიად სტაბილური ცხოვრება ჰქონდა, სანამ ის რაღაცამ კარდინალურად არ შეცვალა.

როდესაც პატრონის შეყვარებულმა გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა თუთიყუშის ყოლა, ბენჯი თავშესაფარში ჩააბარეს. თითქოს არ ჰქონდა არავითარი მნიშნელობა იმას, რომ ის მთელი ცხოვრება თავის პატრონთან ცხოვრობდა.

საბედნიეროდ, ქალაქ ლეკომპტონში, კანზასის შტატში არსებობს თუთიყუშებისთვის სპეციალური თავშესაფარი, რომლის პატრონი კეილ მერი ყველა მიტოვებული ეგზოტიკური სახეობის ფრინველს უვლის.
ბენკი თავშესაფარში ივნისში გადავიდა და
უკვე ეჩვევა თავის ახალ სახლს. ახალი მეგობრები, რომლებიც ასევე მიატოვეს პატრონებმა, მას განცდილის დავიწყებაში ეხმარებიან.

"მისი ფეხები ართრიტით არის დამახინჯებული. ეს ნიშნავს, რომ დროის დიდ ნაწილს გალიაში ატარებდა და მას გარეთ არ უშვებდნენ," - ამბობს მერი -" ის ძალიან საყვარელია, როგორც ჩანს, ოდესღაც ის ძალიან უყვარდათ, მაგრამ შემდეგ მიივიწყეს”.

მერი ხშირად ახსენებს ადამიანებს, რომ თუთიყუში არ არის შინაური ცხოველი, თუნდაც ტყვეობაში დაბადებულიყო. დიდი რაოდენობის ეგზოტიკური ცხოველი მიატოვეს პატრონებმა იმის გამო, რომ არ ესმოდათ, თუ რა იყო საჭირო ასეთი ფრინველების ბედნიერი ცხოვრებისთვის.
საბედნიეროდ, ბენჯის, როგორც იქნა, აქვს სახლი, სადაც მას უფრთხილდებიან და უყვართ.

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?