როგორ გაუხანგრძლივა კაჭკაჭმა კატას სიცოცხლე
როგორ გაუხანგრძლივა კაჭკაჭმა კატას სიცოცხლე
მოულოდნელად ოჯახს ესტუმრა კაჭკაჭი, რომელმაც ხნიერ, დაუძლურებულ კატას კიდევ რამდენიმე თვით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. როგორ?

ჯეინი ცხოვრობს მალბურნში (ავსტრალია) შვიდი წლის გოგონა იზისთან ერთად. რამდენიმე თვის წინ ჯეინის სახლში უცნაური შემთხვევა მოხდა. ოჯახის ბინადარი 18 წლის კატა სესი სიმსივნით დაავადდა. ის ძალიან დასუსტდა, ვეღარც იკვებებოდა. სწორედ ამ პერიოდში მათ სახლს კაჭკაჭი ესტუმრა.

ჯეინი კაჭკაჭს ხორცით გაუმასპინძლდა. როდესაც სესიმ ეს დაინახა, თვითონაც დაიწყო ჭამა. ქალმა ფრინველს მეგი დაარქვა. ყოველთვის, როცა მეგი საკვებს მიირთმევდა, კატა მასთან ერთად ჭამას იწყებდა. ვეტერინარები ფაქტით გაკვირვებულები იყვნენ, თუმცა, მომაკვდავ სესის კიდევ
3 თვე გაუხანგრძლივდა სიცოცხლე.

კატის დაღუპვიდან რამდენიმე დღის
შემდეგ მეგი გაფრინდა. ის მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოჩნდა. ოჯახი ძალიან განიცდიდა მათი ოთხფეხა ბინადრის სიკვდილს. კაჭკაჭი თითქოს გრძნობდა, რომ დედა-შვილს გვერდით დგომა სჭირდებოდა.

Zooclub

დროთა განმავლობაში ის იმდენად შეეჩვია ჯეინს, რომ მის მხარზე და მუხლზე ჯდებოდა და საკვებს მისი ხელიდან იღებდა.

Zooclub

მართალია, საყვარელ კატას ვერავინ შეუცვლიდა მათ, თუმცა, მეგი ამ რთულ პერიოდში დედა-შვილისთვის ნამდვილი სიხარული გახდა.

Zooclub

მეგის მოსწონს, როდესაც ჯეინის პატარა გოგონასთან თამაშობს და როცა ჯეინი სამზარეულოში საქმიანობს ის ფანჯარის ზღურბლთან ზის და მას ეჭიკჭიკება.

Zooclub

ასევე იხილეთ:

თუ თქვენ გყავთ ძაღლი, ეს პატარა ისტორია აუცილებლად უნდა ნახოთ

ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა ძაღლმა თავისი პატრონის სიცოცხლის გადასარჩენად

როგორ ბერდებიან ძაღლები - საინტერესო და ძალიან მგრძნობიარე ფოტოპროექტი

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?