კაჭკაჭი ბავშვივით იცინის... ეს ხმები საშინელებათა ფილმს გაგახსენებთ (+ვიდეო)
კაჭკაჭი, სახელად გენა, ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც კეთილმა ადამიანმა იპოვა. ბახალას ფრენა არ შეეძლო, ამიტომ ქალმა სახლში წაიყვანა და გაზარდა.

მას შემდეგ, რაც გენამ ფრენა ისწავლა, ბუნებაში ცხოვრობს, თუმცა, ის არ ივიწყებს თავის გადამრჩენელს და ხშირად სტუმრობს მას. რაც მთავარია, ფრინველი ქალს უჩვეულოდ ეკონტაქტება - ის იცინის და თითქოს ადამიანის ხმებს გამოსცემს.

უყურებ ვიდეოს და ვერ იჯერებ, ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? კაჭკაჭი გამოსცემს ისეთ ხმებს, რომ ეს შესაძლოა საშინელებათა ფილმს შევადაროთ.

სოციალურ ქსელებში არა ერთი სკეპტიკოსი გამოჩნდა, რომლებიც თვლიან, რომ ოთახში
ბავშვია და მისი ხმა ისმის. სხვები წერენ, რომ ეს მონტაჟია, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ კაჭკაჭს
ადამიანის ხმის იმიტირება შეუძლია და ეს ვიდეო შესაძლოა სავსებით რეალური იყოს.

იხილეთ ვიდეო და თავად განსაზღვრეთ, რამდენად რეალურია კაჭკაჭის ხმიანობა.

წყარო: reshareworthy

ასევე იხილეთ:

"ერთი წელი გახდა, რაც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია..." თიკუნა გაგუამ უმწეო ყვავი გადაარჩინა, მას შემდეგ ფრინველი მის სახლში ცხოვრობს

თუთიყუში მეგობარს მაკარონით უმასპინძლდება

ქათამი თავად გახდა ქოლგა, რათა შვილები ძლიერი წვიმისგან დაეცვა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?