ბულტერიერი
ბულტერიერი
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რე­გნ­ულად მშვი­დი ჩანს, ბულ­ტე­რი­ე­რი ძლი­ე­რი და შე­უ­პო­ვა­რი ცხო­ვე­ლია და მტკი­ცედ მარ­თვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. თვით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ბულ­ტე­რი­ე­რიც კი რთუ­ლი სა­მარ­თა­ვია ლმო­ბი­ე­რი და გა­მო­უც­დე­ლი მფლო­ბე­ლი­სათ­ვის . ეს ჯი­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბულ­დო­გე­ბის, უი­პე­ტე­ბის და სხვა­დას­ხვა ტე­რი­ე­რის შეჯ­ვა­რე­ბის შე­დე­გად. მათ ოდეს­ღაც ხა­რე­ბის და­სა­ჭე­რად და ძაღ­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად იყე­ნებ­დნენ და სი­მა­მა­ცის, შე­უდ­რეკ­ლო­ბის, სი­მარ­დის და სის­წრა­ფის გა­მო ისინი დი­დად აფა­სებ­დნენ. მი­ნი­ა­ტი­უ­რულ ბულ­ტე­რი­ე­რებს იგი­ვე თვი­სე­ბე­ბი აქვთ, რაც ზო­მი­ე­რი სი­დი­დის ფორ­მებს. მა­თი მოკ­ლე, გლუ­ვი ბეწ­ვის მოვ­ლა ად­ვი­ლია – საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით ვარ­ცხნა. აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა­ვეთ
მშრალი შამ­პუ­ნით, მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. პირ­სა­ხო­ცის ნაჭ­რით ან ზამ­შით გაწ­მენ­დი­ლი ბეწ­ვი უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ცელ­ქი და
მხი­ა­რუ­ლი ბულ­ტე­რი­ე­რის ქცევა სა­მი წლის ბავშვისას შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ. მი­სმა და­კუნ­თუ­ლმა აგე­ბუ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვა­ში­ნოს, მაგ-­რამ ის მეტად მე­გობ­რუ­ლი, საყ­ვა­რე­ლი და მხი­ა­რუ­ლი ძაღ­ლია.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - გაერთიანებ. სამეფო
მთავ. დანიშნულება - ხარების დამჭერი
ტემპერამენტი - უშიშარი, ცელქი
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - რეგულ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე


ხვადი
36-56 სმ
9-25 კგ
ძუ
36-56 სმ
9-27 კგ

კუ­დი
მშვე­ნი­ე­რი და წაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც და­კუნ­თუ­ლი და ძლი­ე­რი აქვს.

ბეწ­ვი
მოკ­ლე და ხში­რი, ქათ­ქა­თა თეთ­რი, შა­ვი, ჭრე­ლი, წი­თუ-
რი, ჩალისფერი და სამ­ფე­რი.

თათები

მრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი, ამო­ბურ­ცუ­ლი თითებით.

თვა­ლე­ბი
პა­ტა­რა, მუ­ქი და ახ­ლო­-ახ­ლო ჩამ­ჯდა­რი.

თავი
ბულ­ტე­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი მახასიათებლებია: კვერცხის ფორმის თავი ბრტყელი შუბლი.

ტა­ნი

ჩას­კვნი­ლი, და­კუნ­თუ­ლი და კარ­გი პრო­პორ­ცი­ის, ძლი­ე­რი კის­რი­თა და ფარ­თო გულ­მკერ­დით.


ბულ­ტე­რი­ე­რებს სჭირ­დე­ბათ უამ­რა­ვი ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სი­ა, ის ყო­ველ­თვის საბ­ლით იყო­ლი­ოთ ხალ­ხში. შე­უდ­რე­კე­ლი მებ­რძო­ლი ბულტე­რი­ე­რი საფ­რთხეს სხვა ძაღ­ლე­ბის­თვის უფ­რო წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. თუ მას სწო­რად გაწ­ვრთნით, ჩვე­უ­ლებ­რივ კარ­გი ბუ­ნე­ბის, მშვი­დი და ხა-
­ლი­სი­ა­ნი ხდე­ბა. ამ ძაღ­ლე­ბი­სგან ზო­გი­ერთს ახა­სი­ა­თებს
აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი, უკონ­ტრო­ლო ქცე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცა­ა, მა­გა­ლი­თად სა­კუ­თა­რი კუ­დის დევ­ნა.


რჩევა:
შე­საძ­ლოა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ.
ზო­გი ლეკ­ვი ყრუ იბა­დე­ბა.



ტეგები
ted
რაის უიპეტი, უიპეტი მწევარია. ინგლისური ბულდოგის და ერდელტერიერის ნაჯვარია, გამოიყვანეს მეჩვიდმეტე საუკუნეში ბრიტანეთში ორთაბრძოლებისთვის, დღეს ეს ფუნქცია დაკარგული აქვს, ასევე ნადირობს, წყვილი კაია ტახზე.
status quo
ვგიჯდები ამ ძაღლზე,მაჩუქეთ ვინმემ ლეკვი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?