სტაფორდშირული ბულტერიერი
სტაფორდშირული ბულტერიერი
სან­დო, მრა­ვალ­მხრივ გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სტა­ფორ­დში­რუ­ლი ბულ­ტე­რი­ე­რი გო­ნი­ე­რი და მო­ა­ლერ­სე ცხო­ვე­ლი­ა . ის კარ­გად ეპყ­რო­ბა ბავ­შვებს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა, რო­მე­ლიც და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს აფ­რთხობს. მძვინ­ვა­რე მებ­რძო­ლი, სა­შუ­ა­ლო სი­დი­დის სტა­ფორ­დში­რუ­ლი ბულ­ტე­რი­ე­რი ინ­გლის­ში ხა­რე­ბის დამ­ჭე­რად და ძაღ­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად იმ დრომ­დე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, სა­ნამ ასე­თი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი კა­ნო­ნით არ აიკ­რძა­ლა. მას იყე­ნებ­დნენ მაჩ­ვებ­ზე სა­ნა­დი­რო­დაც. ბულ­ტე­რი­ე­რე­ბის მსგავ­სად მი­სი წი­ნა­პა­რიც ბულ­დო­გი იყო, რა­ზეც ფარ­თო გულ­მკერ­დი და დგო­მის მა­ნე­რა მი­ა­ნიშ­ნებს. ეს ძაღ­ლი ძა­ლი­ან უყ­ვართ ოჯა­ხის წევ­რებს და თა­ვა­დაც არა­ნაკ­ლე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით პა­სუ­ხობს, თუმ­ცა, მა­ინც ესა­ჭი­რო­ე­ბა მკაც­რად გაწ­ვრთნა სხვა ძაღ­ლებ­თან ბრძო­ლის ინ­სტინ­ქტის აღ­მო­საფ­ხვრე­ლად.

სტა­ფორ­დში­რუ­ლ ბულტერი­ე­რებს შე­და­რე­ბით ნაკლებად აღენიშნებათ გენეტიკური დარღვევები, ზოგჯერ ემართებათ კატარაქტა ან აწუხებთ სასუნთქი გზების დაავადებები;
ცხელ ამინდში შეიძლება მიიღონ მზის დაკვრა.

Zooclub

კუ­დი
წაჭ­რი­ლი არ აქვს, დაშ­ვე­ბუ­ლია და ბო­ლო­ში დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი.

ბეწ­ვი
მოკ­ლე და ხში­რი; თეთ­რი ან მთლი­ა­ნად წი­თური, ვეფხვისებრი, შა­ვი ან ცისფერი, ან­და ნე­ბის­მი­ე­რი ეს ფე­რი, თეთ­რით გაწყ­ო­ბი­ლი.

სა­ხე
Mმოკ­ლე და ფარ­თო, მკვეთ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი ლო­ყის კუნ­თე­ბი­თა და მეტყ­ვე­ლი იე­რით.

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და ძვალ­მსხვი­ლი, უკა­ნა – და­კუნ­თუ­ლი.

თათები
პრო­პორ­ცი­უ­ლი ბა­ლი­შე­ბი­თა და ძლი­ე­რი თი­თე­ბით.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი, მრგვა­ლი ფორ­მის, ბეწ­ვის ფერ­თან მეტ­-ნაკ­ლე­ბად შე­სა­ბა­მი­სი.

ტა­ნი
მკვ­რი­ვი, და­კუნ­თუ­ლი, ფარ­თო O­გულ­მკერ­დით.


სტა­ფორ­დში­რულ ბულ­ტე­რი­ე­რებს სჭირ­დე­ბათ რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ყო­ველ­თვის იყო­ლი­ეთ სა­ბლით, ლეკ­ვო­ბა­ში მათ ჩვე­ვად აქვთ ყვე­ლაფ­რის ღეჭ­ვა, ამი­ტომ, თუ გსურთ, თქვე­ნი ფეხ­საც­მე­ლი გა­და­არ­ჩი­ნოთ, ეს ძაღ­ლე­ბი უნ­და მო­ა­მა­რა­გოთ ბევ­რი სა­თა­მა­შო­თი. მა­თი გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. ვარ­ცხნეთ ყო­ველ­დღე ჯაგ­რი­სით, აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით, თუ­კი აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და.

Zooclub

მონაცემები:

წარმოშობა - ინგლისი
მთავ. დანიშნ - ხარების დამჭერი
ტემპერამენტი - სანდო, მამაცი
სიც. ხანგრძლ. - 12-14 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე


ხვადი
36-41 სმ
11-17 კგ
ძუ
33-38 სმ
10-16 კგ


ყურადღება!
შე­იძ­ლე­ბა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი სხვა ძაღ­ლებ­თან.
გა­რეთ უნ­და იყო­ლი­ოთ საბ­ლით.
status quo
მაჩუქეთ ამ ჯიშის ლეკვი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?