სამოედი
სამოედი
სა­მო­ე­დე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან შპი­ცე­ბის ჯგუფს, რო­მელ­თა ბევ­რი ფორ­მა არ­ქტი­კა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი . ეს ძაღ­ლე­ბი ხრო­ვე­ბად ცხოვ­რო­ბენ და ციმ­ბი­რის მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბი (მათ შო­რის სა­მო­ე­დე­ბიც) მათ მარ­ხი­ლის სათ­რე­ვად იყე­ნებ­დნენ. სა­მო­ე­დი ძალ­ზე მე­გობ­რუ­ლია და ამი­ტომ ავ მო­და­რა­ჯე ძაღ­ლად არ გა­მოდ­გე­ბა, თუმ­ცა ყე­ფით ატყ­ო­ბი­ნებს პატ­რონს ახ­ლო­მახ­ლო უცხო პი­რე­ბის არ­სე­ბო­ბას. ის ხა­ლი­სით ეგუ­ე­ბა ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბას და კარ­გად ეწყ­ო­ბა ბავ­შვებს. და­იწყ­ეთ მი­სი წვრთნა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, და­ვარ­ცხნეთ ორ­-სამ­ჯერ კვი­რა­ში – ეს მის ბეწვს ბზინ­ვა­რე­ბას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. სა­მო­ედს ბა­ლა­ნი არ სცვი­ვა, თუმ­ცა, თივ­თი­კი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ბღუ­ჯა-­ბღუ­ჯა ჩა­მოს­დის. ბა­ნა­ო­ბა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი,
რად­გან მის ბეწვს ჭუჭყი თით­ქმის არ ეკა­რე­ბა. დრო­დად­რო გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით და უსუ­ნო ტალ­კის ფხვნი­ლით.

სა­მო­ე­დის მკვრივი ბეწ­ვი საუკეთესოდ შე­ე­ფე­რე­ბა თოვ­ლი­ან გა­რე­მოს და სრუ­ლი­ად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ცხელ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს. სა­მო­ე­დებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ ვარ­ჯი­შის გან­საზღ­ვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, სულ ცო­ტა – ყო­ველ­დღი­უ­რი, ხან­გრძლი­ვი, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი. სა­გან­გე­ბო კვე­ბა არ სჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ თევ­ზი.

Zooclub


მონაცემები:
წარმოშობა - ციმბირი
მთავ. დანიშნულება - მარხილის ტარება
ტემპერამენტი - მშვიდი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - ვარცხნა კვირაში 2-ჯერ
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდრაჯე - სუსტი

ხვადი
53-61 სმ
20-27 კგ
ძუ
48-53 სმ
20-27 კგ

Zooclub

კუ­დი

ზო­მი­ე­რად გრძე­ლი, უხ­ვად შე­მო­სი­ლი ბეწ­ვით.

ბეწ­ვი
სქე­ლი, ორ­მა­გი, ვერ­ცხლის­ფე­რი ელ­ფე­რით, თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი აქვს.

თათები
დი­დი, გრძე­ლი და ოდნავ ბრტყელი, უხე­ში ბა­ლი­შე­ბით, ამო­ბურ­ცუ­ლი თი­თებით, რო­მელ­თა შო­რი­საც ეზ­რდე­ბათ დამ­ცა­ვი ბალანი.

ცხვი­რი
შა­ვი, ყა­ვის­ფე­რი ან ღვიძ­ლის­ფე­რი. ეს ფე­რე­ბი ზოგ­ჯერ ეც­ვლე­ბა ამინ­დის შე­სა­ბა­მი­სად ან ასა­კის გა­მო.

სა­ხე
სა­შუ­ა­ლო ზო­მის, ცხვი­რის­კენ და­ვიწ­როე­ბუ­ლი, `სა­მო­ე­დის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით", მო­ელ­ვა­რე, ცოცხ­ა­ლი თვა­ლე­ბით.

ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი და და­კუნ­თუ­ლი ტანი მი­ა­ნიშ­ნებს სიძ­ლი­ე­რე­სა და ენერ­გი­ა­ზე, აქვს გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დი­ და ძლი­ე­რი კისე­რი.

Zooclub

ეს ლა­მა­ზი, შრომისმოყვარე ძაღ­ლი ცნო­ბი­ლია შა­ვი ლაშებით, ტუ­ჩის ხა­ზი კუთხ­ე­ებ­ში ცო­ტა­თი ზე­მოთ აქვთ აწე­უ­ლი, აქედან მომ­დი­ნა­რე­ობს ფრა­ზა _ `სა­მო­ე­დის ღი­მი­ლი~. ამ გო­ნი­ერ, წყნარ­სა და ერ­თგულ ძაღ­ლებს უყ­ვართ თა­ვი­ან­თი პატ­რო­ნე­ბის ოჯა­ხებ­თან ერ­თად ყოფ­ნა. სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის წყა­ლო­ბით (რაც მემ­კვიდ­რე­ო­ბით მიიღეს), მათ შე­უძ­ლი­ათ და­ი­ჭი­რონ გა­დაგ­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, ირ­ბი­ნონ, იყე­ფონ, ასე რომ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ მათ ენერ­გი­ას წარ­მარ­თავთ რა­მე სა­მუ­შა­ოს ან მოქ­მე­დე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ეს და­მო­უ­კი­დებე­ლი ხასიათის არ­სე­ბე­ბი სხვა გზას გა­მო­ნა­ხა­ვენ თა­ვის გა­სარ­თო­ბად.

რჩევა:
ეს ძაღ­ლე­ბი თხრი­ან ორ­მო­ებს და შიგ გა­საგ­რი­ლებ­ლად წვე­ბი­ან. მათ სქელ ბეწ­ვში ძალ­ზე ძნე­ლია ტკი­პის პოვ­ნა.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?