ყოფილი უსახლკარო სამოედის ახალი ცხოვრება
ყოფილი უსახლკარო სამოედის ახალი ცხოვრება
2012 წელს ჩინეთის ქალაქ ნანინში (გუანსი-ჩჟუანის რაიონი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუმ, ქუჩაში საშინელ მდგომარეობაში მყოფი უსახლკარო ძაღლი იპოვა.

ძაღლი დაუძლურებული იყო, ბეწვი სრულიად გაცვენილი ჰქონდა, კანი კი საშინლად დაზიანებული. რაიმე ინფექციის გადადებით დაშინებული გამვლელები ხელს უქნევდნენ და აფრთხობდნენ. მას უსახლკარო ძაღლებიც კი ერიდებოდნენ.

Zooclub

"იგი ისეთი სევდიანი იყო!", - ჰყვებოდა ლუ.

ქალმა ვერ ჩაუარა გვერდით გატანჯულ ცხოველს და გადაწყვიტა თავიდან რეგულარულად მიეცა მისთვის საკვები. იგი ძაღლს ყოველ დღე აჭმევდა. მოგვიანებით მას სახელიც დაარქვა - ტაი ჩჟანი. ძაღლი უცებ მიეჩვია ლუს და ყოველ
დღე სახლის შესასვლელთან ხვდებოდა.

Zooclub

ლუმ საბოლოოდ დაიტოვა ეს საოცრად ჭკვიანი და გატანჯული არსება და მისი
მკურნალობა დაიწყო.

ძაღლს ნელ-ნელა ბეწვი ამოუვიდა, ძალიან სქელი და ფუმფულა გაუხდა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ეს იყო სამოედის ჯიში.

Zooclub

ეხლა თუ ნახავს ვინმე ამ ჯანმრთელ და ძალიან სიმპატიურ ძაღლს - ვერავინ მიხვდება, რომ ის ოდესღაც ქუჩაში სიკვდილის პირას მყოფი დაეხეტებოდა.

Zooclub

liza
ღმერთმა მისცეს ყველა ძაღლს ბედნიერი ცხოვრება
111
ღმერთმა ამრავლოს ყველა ასეთი ადამიანი
sagol kola
საღოლ ძმაო მაგრად ვიხალისე მართლაც არაჩვეულებრივი შედარებაა. მართალიხარ ამ ძაღლის შემყურე ბევრი პარლამენტარი თავისი ცხოვრების განვლილ გზას გაიხსენებდა.
kola
ქართველი პარლამენტარის ცხოვრება.
xua dzagl chami
აუ რა გაუსუქებია! უიი!რაიმეს ხომ არ უპირებს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?