ალასკური მალამუტი
ალასკური მალამუტი
მგლუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს სიმ­პა­თი­უ­რი და მე­გობ­რუ­ლი ჯი­ში ერ­თგუ­ლი და ალერ­სი­ა­ნი კომ­პა­ნი­ო­ნი­ა. აქვს ღო­ნი­ე­რი სხე­უ­ლი და სა­ო­ცა­რი ამ­ტა­ნო­ბა , ამი­ტო­მაც იდე­ა­ლუ­რია არ­ქტი­კა­ში სა­მუ­შა­ოდ. მარ­ხი­ლის ამ ძაღლს, რო­მე­ლიც შპი­ცე­ბის ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ალას­კუ­რი მომ­თა­ბა­რე ტო­მის – მაჰ­ლე­მუ­ტის სა­ხე­ლი და­ერ­ქვა. ისი­ნი ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, მაგ­რამ თა­ნა­მოძ­მე­ებს ყო­ველ­თვის ვერ ეგუ­ე­ბი­ან. მა­თი ხში­რი, უხე­ში ბეწ­ვი კვი­რა­ში ორ­ჯერ უნ­და და­ი­ვარ­ცხნოს. და­მა­ტე­ბი­თი მოვ­ლა ესა­ჭი­რო­ე­ბათ გან­გუ­რის დროს, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, რო­ცა თივ­თი­კი უხ­ვად სცვი­ვათ. ბა­ნა­ო­ბა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გა­ნაც მათ ბეწვს ჭუჭყი ნაკ­ლე­ბად ეკ­რო­ბა. იშ­ვი­ა­თად
გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით. მა­ლა­მუ­ტებს სჭირ­დე­ბათ მა­ღა­ლი ღო­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი დი­დი ეზო, ოღონდ ღო­ბის ძი­რი გა­მაგ­რე­ბუ­ლი უნ­და
იყოს, რომ გა­სას­ვლე­ლი არ გა­მოთხ­ა­როს. ეს ძაღ­ლე­ბი ად­ვი­ლი შე­სა­ნა­ხე­ბი არი­ან, ცო­ტა საკ­ვე­ბი ჰყოფ­ნით, მაგ­რამ ხარ­ბად ჭა­მა­ზე უარს არ ამ­ბო­ბენ, და ხში­რად სუქ­დე­ბი­ან.

ალას­კუ­რი მა­ლა­მუ­ტის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­ა თეთრი ბეწვის ნიღაბი სახეზე
და მუქი ფერის ბეწვის `ქუდი~ თავზე.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - ალასკა
მთავ. დანიშნ - მარხილის ტარება
ტემპერამენტი - მშვიდი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-14 წელი
მოვლა - ვარცხნა კვირაში 2-ჯერ
ვარჯიში - რეგულარული, ინტენსიური
მოდარაჯე - სუსტი

ხვადი
61-66 სმ
36-43 კგ
ძუ
56-61 სმ
32-38 კგ

თათები
დი­დი, `თოვ­ლის ფეხ­საც­მლის~ მსგავ­სი, თითებს შო­რის ეზ­რდე­ბა ბეწ­ვი, რო­მე­ლიც ხელს უწყ­ობს ყი­ნულ­ზე ფე­ხის მო­კი­დე­ბა­ში.

ბეწ­ვი
ხში­რი და უხე­ში, მატყ­ლი­სე­ბუ­რი ში­და ფე­ნით, ღია ნაც­რის­ფე­რი შავ­ში გა­და­სუ­ლი და ოქ­როს­ფე­რი-მო­წი­თა­ლო ღვიძ­ლის­ფერ­ში.

კუ­დი
გრძელი ბალნით დაფა-რული, სი­ა­რუ­ლი­სას
ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი.

თვა­ლე­ბი
ნუ­ში­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი.

ფე­ხე­ბი
ფარ­თო და ძლიერ და­კუნ­თუ­ლი.

სა­ხე

ფარ­თო და თან­და­თან და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
დი­დი, შა­ვი და ტყა­ვი­სებ­რი.

ტა­ნი
ძლი­ე­რი და კომ­პაქ­ტუ­რი, ფარ­თო გულ­მკერ­დი­თა და ღო­ნი­ე­რი კის­რით.


ლეკ­ვე­ბი ენერ­გი­ით აღ­სავ­სე­ნი არი­ან, მაგ­რამ მა­თი დატ­ვირ­თვა ზედ­მე­ტი ვარ­ჯი­შით სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა სახ­სრე­ბის­თვის.
ძალ­ზე გო­ნი­ე­რი ალას­კუ­რი მა­ლა­მუ­ტი სწრა­ფად ით­ვი­სებს ნასწავლს, ამასთან ძლი­ე­რი და თავნება ხასი-ათი აქვს, ასე რომ, ვარ­ჯი­ში უნ­და და­აწყ­ე­ბი­ნოთ ად­რე.

მა­ლა­მუ­ტე­ბი მო­სიყ­ვა­რუ­ლე კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი არი­ან და პატ­რო­ნის გვერდით ყოფ­ნა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ.
მას, რო­გორც ათ­ლე­ტურ ჯიშს, ესა­ჭი­რო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ ზედ­მე­ტად ნუ გა­დატ­ვირ­თავთ თბილ ამინ­დში და მი­ე­ცით წყალში გაგრილების სა­შუ­ა­ლე­ბა.

რჩევა:
ა­ლას­კუ­რი მა­ლა­მუ­ტი Dშე­იძ­ლე­ბა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი სხვა ძაღ­ლებ­ის მი­მარ­თ.
ისი­ნი შე­უ­ფე­რე­ბელ­ნი არი­ან ცხე­ლი კლი­მა­ტის­თვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?